შესაძლოა მე-6 ტალღის დაწყება დაჩქარდეს

ეპიდვითარებას კვლავ მძიმედ აფასებენ სპეციალისტები. ეპიდემიოლოგები არ გამორიცხავენ, რომ სადღესასწაულო პერიოდში მობილობის გაზრდამ ქვეყანაში “ომიკრონ” შტამის სწრაფი გავრცელება და მეექვსე ტალღის დაწყება დააჩქაროს.

შესაძლოა მე-6 ტალღის დაწყება დაჩქარდეს

რისკების შესამცირებლად ისინი მოსახლეობას იმუნიზაციის პროცესში აქტიურად ჩართვასა და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.

“მდგომარეობა ისევ ძალიან საყურადღებოა და ინფიცირებულთა მატება ისევ აღინიშნება. სამწუხაროდ, ძალიან დიდია ლეტალობის მაჩვენებლები. თუ დაფიქსირდება “ომიკრონის” შტამი, რა თქმა უნდა, გვმართებს რეგულაციების დაცვა და ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურება, რამდენადაც მკვეთრად არ მოხდეს ინფიცირებულთა რიცხვის მატება, რამაც შემდგომში შეიძლება გამოიწვიოს კიდევ უფრო გადატვირთვა ჰოსპიტალური ქსელის და არ დადგეს ე.წ. მეექვსე ტალღა,”- აცხადებს პროფესორი მაკა ბულეიშვილი.

 

“რუსთავი2′