“მომავალი თაობა მასობრივად იზრდება უცხო ან უარეს, ანტიქართულ იდეაზე” – გურამ ქართველიშვილი

— ,,სული აღმაშენებელი” ?-
ხშირად მოისმენთ ქართველებს შორის გამართული დიალოგებიდან, სადღეგრძელოებიდან, ინტელექტუალთა მსჯელობებიდან, ან მოძღვართა ქადაგებებიდან ასეთ დამაიმედებელ სიტყვებს:

"მომავალი თაობა მასობრივად იზრდება უცხო ან უარეს, ანტიქართულ იდეაზე" - გურამ ქართველიშვილი

— ,,კიდევ დაგვებადება დავით აღმაშენებელი”, ან ,,უფალი მოგვივლენს კიდევ ერთ დავითს! არ გაგვწირავს!”
არადა ასეთი და ამის მსგავსი გამონათქვამები დღეს, ამ ანტიქართულ საქართველოში თავის დაარხეინება უფროა ვიდრე რეალური იმედი. შეუძლებელია დღევანდელ იდეამორღვეულ საქართველოში გაიზარდოს ,,აღმაშენებელი” სული, რადგან მომავალი თაობა მასობრივად იზრდება უცხო ან უარეს, ანტიქართულ იდეაზე. საკუთარი კულტურის შემეცნება ნოლამდეა თითქმის დაყვანილი დაწყებით, საშუალო თუ უმაღლეს სოროსულ სკოლებში და ჩამორჩენილობად ითვლება. ასე მშობლიური ფასეულობებიდან დაცლილ თაობაში კი ,,აღმაშენებელის” გენია რომც დაიბადოს, მისი თანდაყოლილი ნიჭი და უნარი უცხო ქვეყნის ასპარეზზე დაიხარჯება, ან ისეთი ანტიქართველი ვაიპედაგოგების ხელში ჩამოყალიბდება, რომ საქართველოს ფესვიანა მოთხრის. ნურავის დაავიწყდება რომ დავით აღმაშენებელს გიორგი ჭყონდიდელი ზრდიდა, სამეფო ტახტი დაბადებიდანვე ეკუთვნოდა და ასპარეზი საძებნელი არ ჰქონდა. მის და მის მზგავს ხელისუფალთა ეპოქებში კი ქართველობა ქართულ კულტურაზე და ქრისტიანულ რწმენაზე იდგა. სოფელი ღონიერი იყო, მთა ხალხით და მეომრით სავსე, უმკაცრესი ქართული თემის კანონი მოქმედებდა და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა ან შეგნება დღევანდელივით სანთლით საძებნელი არ იყო თანაც ყველა თაობის ქართველობაში. მათ ზურგს უკან ასეთი ერი ედგათ. დღევანდელი საქართველოს სულიერი, დემოგრაფიული და იდეოლოგიური სიდუხჭირე კი ძნელად შესადარებელია რომელიმე ეპოქის საქართველოსთან.
————–
თუ ქვეყნის სახელმწიფოებრივ იდეოლოგიაში, განათლების სისტემაში, კულტურულ პროცესში მძაფრი ცვლილებები არ მოვახდინეთ ქართველებმა, უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველო ქართული აზროვნებით და უძველესი კულტურით მომავალში აღარ იარსებებს. ვერც დემოგრაფიული სიმრავლე (რომც გამოსწორდეს) გვიშველის და ვერც გენიოსების დაბადება ერში რადგან გადაგვარებული თაობები (სიტყვა ,,გადაგვარების” გარდა სხვა შესატყვისი დღევანდელ განათლების ანტიქართულ და ანტისახელმწიფოებრივ სისტემას არ მიესადაგება) ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ სივრცეში მოქცეულ სახელმწიფოს ვერ და არც გადაიბარებენ. ხოლო საკუთარ ფესვებთან გაუცხოებული მომავლები უმტკივნეულოდ გაითქვიფებიან მილიარდებად გამრავლებულ კაცობრიობაში.
ამაზე ყველა შეგნებულმა ქართველმა უნდა იფიქროს და ასეთ დეგრადაციულ გარემოში ოჯახებში უნდა ვეცადოთ, რომ შვილები ადრეული ასაკიდან ვაზიაროთ უძველეს, უნიკალურ და უმდიდრეს ქართულ კულტურას.

გურამ ქართველიშვილი, პუბლიცისტი, კინორეისორი;

სოციალური ქსელი