უშანგი ამირანაშვილი სურამთან ხიდის კონსტრუქციიდან გადავარდა და დაიღუპა – ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის სურამის მონაკვეთზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დროს, ხიდის კონსტრუქციიდან მუშა გადავარდა.

შემთხვევა გუშინ მოხდა. მიღებული დაზიანებების შედეგად, 33 წლის უშანგი ამირანაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

უშანგი ამირანაშვილი სურამთან ხიდის კონსტრუქციიდან გადავარდა და დაიღუპა - ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს

მომხდართან დაკავშირებით, ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და უსაფრთხოების ნორმების დადგენილი სტანდარტის უზრუნველყოფას ითხოვდნენ.

ავტობანზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ჩინური კომპანია „სინო ჰიდრო“ აწარმოებს.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.