ცნობილია ავარიის შედეგად მდინარეში გადავარდნილი და დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა – ბიჭი 19 წლის იყო, გოგო – 18-ის… (+ფოტოები)

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 2 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. მდინარიდან ამოსვენებულია 18-19 წლის გოგო ბიჭის დაღუპული ცხედრები.

ცნობილია ავარიის შედეგად მდინარეში გადავარდნილი და დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა - ბიჭი 19 წლის იყო, გოგო - 18-ის... (+ფოტოები)

ცოტა ხნის წინ კი, ცნობილი გახდა გარდაცვლილთა ვინაობაც. ისინი 19 წლის გიორგი ორმოცაძე და მისი 18 წლის მეგობარი მარიამ ზვიადაძე არიან.

მდინარე წყალწითელასთან, სავარაუდოდ, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა ხიდის მოაჯირს შეეჯახა და წყალში გადავარდა. “მესრსედესის” მარკის ავტომობილში სულ 5 ადამიანი იმყოფებოდა, სამმა პირმა კი მდინარეში გაცურვა და გადარჩენა მოახერხა.

მომხდარი ტრაგედიის შემდეგ გარდაცვლილი ბავშვების მეგობრები სოციალურ ქსელში სამძიმრის პოსტებს აქვეყნებენ და წერენ, რომ რაც მოხდა რთული დასაჯერებელია:

“გამორჩეულად კეთილი და თბილი კაცი… ვაააახ… მთელი უბანი ენაჩავარდნილი დატოვე, ჩემო პატარა გულიანო მეგობარო…”.

“მაინდამაინც შენ რატო პიკო, იცი როგორ გვიყვარდი ყველას გიო. სიყვარულით სავსე იყავი, მაგარი გული გქონდა შენაირი ადამინები არ უნდა წავიდეს, მაგრამ ღმერთს მხოლოდ კარგები უნდა. ნათელში იყოს შენი სული პიკორაა… მთელი გულით გვიყვარხარ ყველას”.

“ისეთი დაუჯერებელი და მტკივნეულია ჩემთვის ამ ამბის გაცნობიერება, რომ მეტი არ შეიძლება. გული მტკივა ახლა ამას შენზე რომ ვწერ გიო. მომენატრები და მომენატრება ის წლები, რაც ერთად გვაქვს გატარებული”, – წერენ გიორგის მეგობრები.