სიტყვა შერიგება არათუ უადგილო, ამასთან, გარკვეულწილად ირონიულია – გია ვოლსკი

“ქართულ ოცნებაში” შერიგების პერსპექტივას ვერ ხედავენ. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ყოველთვის მზად არიან კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის ოპონენტებთან, თუმცა მათგან ამის სურვილს ვერ ხედავენ.

სიტყვა შერიგება არათუ უადგილო, ამასთან, გარკვეულწილად ირონიულია - გია ვოლსკი

მმართველი გუნდის განმარტებით, შერიგებას სჭირდება ორმხრივი მზაობა, რისთვისაც ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი მზად არ არის

“რაც შეეხება სიტყვა შერიგებას, ეს ძალიან შორს არის საერთოდ იმ გაგებიდან, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” აკეთებს, საუბრობს, იქცევა იმ მიმართულებით, რომ როგორმე დესტაბილიზაციის სტრატეგია არ იქნეს დავიწყებული და ჩავარდნილი. ესაა რეალობა და აქ სიტყვა შერიგება არათუ უადგილო, არაკომპეტენტურიც არის და, ამასთანავე, გარკვეულწილად, ირონიულია,”- აცხადებს გია ვოლსკი.

 

“რუსთავი2”