კორონავირუსით 33 წლის სასულიერო პირი გარდაიცვალა

2021 წლის 27 დეკემბერს, კორონავირუსული ინფექციის შედეგად გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 33 წლის ასაკში ღვთივ მიიცვალა ჭყონდიდის ეპარქიის ალერტის წმიდა დიდმოწამე გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელმონაზონი გაბრიელი (ცქვიტაია) – ინფორმაციას მსოფლიო საეკლესიო სიახლენი ავრცელებს.

კორონავირუსით 33 წლის სასულიერო პირი გარდაიცვალა

მათივე ცნობით, ის მკურნალობის კურსს გადიოდა თბილისის ერთ-ერთ კოვიდკლინიკაში, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მამა გაბრიელს სხვა თანმდევი დაავადებებიც აწუხებდა.