რუსეთი უკრაინის ეკონომიკას მხარს აძლევს

უკრაინაში ისევ აღმოაჩინეს „ზრადა“ (ღალათი, გამყიდველობა, − რედ.) აღმოაჩინეს: გაირკვა, რომ ნოემბერში ნახშირის იმპორტი ქვეყანაში გასული წლის ნოემბერთან შედარებით 2,6-ჯერ გაიზარდა, ხოლო მისი ძირითად მიმწოდებლად კვლავ რუსეთი დარჩა.
რუსეთი უკრაინის ეკონომიკას მხარს აძლევს
და ეს კიევის ხელისუფლების მუდმივი თხრობის შემდეგ, თუ როგორ სერავს ნახშირით დატვირთული გემები მსოფლიო ოკეანეს უკრაინის პორტების მიმართულებით − რა ქმა უნდა, უკრაინის მეგობარი აშშ-დან, ავსტრალიიდან და ასე შემდეგ.
სულ უკრაინამ ნოემბერში 1,7 მილიონ ტონაზე მეტი ნახშირი გაიტანა იმპორტზე, რაც წ328 მილიონ დოლარს შეადგენს. საინტერესოა, რომ გასული წლის ნოემბერში იმპორტმა 1,6 მილიონ ტონაზე ცოტა ნაკლები შეადგინა, მაგრამ ის ქვეყანას 126 მლნ დოლარი უღირდა. ანუ ერთი ტონა ნახშირის საშუალო ღირებულება წლის განმავლობაში 2,3-ჯერ გაიზარდა − 81-დან 189 დოლარამდე.
ამასთან რუსეთიდან ნახშირის მიწოდებები, გასული წლის ნოემბერთან შედარებით, პრაქტიკულა დიგივე დონეზე დარჩა: 1,053 ათასი ტონა 1,058 ათასი ტონის საპირისპიროდ. აი ფული კი ამ ნახშირზე რუსმა მენახშირეებმა უკრაინელი მყიდველებისგან 2,4-ჯერ მეტი მიიღეს: 197 მლნ დოლარი 83 მლნ-ის საპირისპიროდ.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ჯერ კიდევ ოქტომბრის ბოლოს რუსეთის ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ ენერგეტიკულ ნახშირზე გაზრდილი შიდამოთხოვნების გამო უკრაინაში მიწოდებები 1 ნოემბრიდან უნდა შეწყვეტილიყო, ხოლო კოქსური ნახშირის მიწოდებას ეს აკღძალვა არ შეეხებოდა. იგივეს ამბობდა უკრაინის უმაღლესი რადის კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეი გერუსიც: „1 ნოემბრიდან რუსეთის ფედერაცია უკრაინაში ენერგეტიკული ნახშირის მოწოდებას აჩერებს. საუბარია А-მარკის „(ანტრა ციტი) და P-მარკის ნახშირებზე. ასეთი ნახშირი კომპანია ДТЭК-ს, „დონბასენერგოსა“ და „ტექნოვას“ შემოჰქონდა.
მაგრამ რუსული ენერგეტიკული ნახშირი უკრაინას ნოემბერში მაინც მიეწოდებოდა − ყოველ შემთხვევაში, უკრაინის საბაჟოს მონაცემებით. თუმცა მიწოდებული ენერგეტიკული ნახშირის საერთო მოცულობა დაახლოებით მეხუთედს შეადგენდა რაოდენობრივად, და კიდევ უფრო ნაკლებს ფასობრივად. მაგრამ მიწოდებები მაინც იყო.
თუმცა, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ადრე იმპორტირებული ნახშირის განბაჟების დაგვიანებით ან ადრე დადებული ხელშეკრულებებით მიწოდების დასრულებით. თუ ეს ვარაუდი სწორია, მაშინ დეკემბრის ბოლოსთვის რუსეთიდან ენერგეტიკული ნახშირის მიწოდება, როგორც ჩანს, დაფიქსირებული არ იქნება. უკრაინელ ენერგეტიკოსებს მოუწევთ თავიანთი საჭიროებების უკრაინული მოპოვებებისა და მეგობარი ქვეყნებიდან მიწოდებებით დაფარონ.
და როგორც ჩანს, საქმე ასეცაა. ყოველ შემთხვევაში, ქვანახშირის მარაგი ლუგანსკის სადგურზე თანდათან მცირდებოდა მანამ, სანამ დეკემბრის დასაწყისში ნულს არ მიაღწიეს. ხოლო ლუგანსკის სადგური კარგი ინდიკატორია. ქვანახშირის მიწოდება შესაძლებელია ან ლუგანსკიდან, ან რუსეთიდან.
საქმე ისაა, რომ მასთან სარკინიგზო ხაზი უკრაინის სარკინიგზო ქსელს მხოლოდ ლუგანსკის მეშვეობით უკავშირდება − აქედან გამომდინარე ყველა შემდგომი შედეგით. „რუსეთთან ომის“ რვა წლის განმავლობაში კიევმა საჭიროდ არ ჩათვალა, აეძშენებინა რამდენიმე ათეული კილომეტრის სიგრძის ხიდი, რომელიც მას ლუგანსკის თბოელექტროსადგურს უკრაინის სარკინიგზო ქსელთან დააკავშირებდა ლუგანსკის არაღიარებული რესზპუბლიკის გვერდის ავლით.
ეტყობა იმიტომ, რომ დარწმუნებული იყო, „აგრესორი“ ყოველთვის მიაწვდიდა ნახშირს. შედეგად, უკრაინის მთავრობასა და მარეგულირებელს ახლახანს მოუწიათ, სასწრაფოდ მიეღოთ გადაწყვეტილება ლუგანსკის თბოსადგურის გაზზე გადასვლასთან დაკავშირებით, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ლუგანსკის რეგიონის მთელი ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი შეიძლება განუსაზღვრელი ვადით დარჩეს ელექტროენერგიის გარეშე. რა დაჯდება გაზიდან წარმოებული ელექტროენერგია, რომელიც უკრაინაში უკვე მიეწოდება მრეწველობას კუბურ მეტრზე 2,7 (!) დოლარად, ეს ცალკე საკითხია.
მიუხედავად ამისა, უკრაინის ხელმძღვანელობა შესაშურ ოპტიმიზმს ავლენს და ამბობს, რომ საკუთარი მოპოვებები და იმპორტი იოლად ფარავს ნახშირის მიმდინარე მოხმარებას თბოელექტროსადგურებსა და თბოელექტროცენტრალებში, რაც მას დაგროვების საშუალებასაც კი აძლევს. ამ განცხადების მიმართ უამრავი კითხვა იბადება.
ჯერ ერთი, ზამთარში ელექტროენერგიის გარეშე დარჩენის საფრთხის გამო საკუთარი ნახშირის წარმოებაზე შტურმით, უკრაინული ქვანახშირის მომპოვებელი საწარმოები კვლავ აგრძელებენ მის შემცირებას − თუნდაც გასულ წელთან შედარებით. მეორეც, ნახშირის მოხმარებაზე საუბრისას პრემიერ მინისტრი შმიგალი მაინც იმ პერიოდის მონაცემებს ეყრდნობა, როდესაც ყინვა არ იყო, სამაგიეროდ იყო ბელორუსული ელექტროენერგიის მიწოდება. მაგრამ მთავარი და მესამე: რა დაჯდება იმპორტი „მეგობრული“ ქვეყნებიდან, რომელიც „აგრესორი ქვეყნიდან“ იმპორტს ჩაანაცვლებს.
ერთი ტონა რუსული ქვანახშირი უკრაინელებს ნოემბერში საშუალოდ 187 დოლარი უჯდებოდათ, ამერიკული − ერთი ტონა 265 დოლარი, ავსტრალიური კი 389 დოლარი. ანუ, თუ რუსული ქვანახშირი ამერიკიდან და ავსტრალიიდან „დემოკრატიული“ ნახშირით ჩანაცვლდება, ხარჯები რამდენჯერმე გაიზრდება. გასაგებია, რომ უკრაინა მდიდარი ქვეყანაა და შეუძლია იგივე ამერიკული ლოკომოტივები ან ფრანგული შვეულმფრენები საბაზრო ფასზე ერთნახევარ-ორჯერ უფრო ძვირად შეიძინოს.
მაგრამ მაშინ ხომ ელექტროენერგიასაც, რომლის კილოვატ/საათი უკრაინულ ბაზარზე ახლა 9-10 რუბლი ღირს, სხვა ფასი ექნება. რამდენიმე თვის წინ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ პროგნოზი გააკეთა, რომ ზამთრის სეზონის გადასატანად უკრაინას 3,5 მლნ ტონა ნახშირის იმპორტირება სჭირდება, რაც თბოგენერაციას ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი დაუჯდება. თან ფაქტიც არ არის, რომ ეს საკმარისი მოცულობა იქნება.
მაგრამ უკრაინისთვის კარგი ამბავიც არის. ყველაფერი, რაც ზემოთ იყო აღწერილი, თერმულ ნახშირს ეხება და, შესაბამისად, უკრაინელ ენერგეტიკოსებს. აი უკრაინული მეტალურგია კი, როგორც ჩანს, მომავალშიც ძირითადად რუსული ნედლეულის წყალობით განაგრძობს მუშაობას. და ეს არის არა მხოლოდ ნოემბერში რუსეთიდან შეტანილი 840 ათასი კოქსური ნახშირი, არამედ უშუალოდ კოქსი − თითქმის 72 ათასი ტონა.
აი ეს მიწოდებებიც რომ გადაიკეტოს, მაშინ უკრაინაში ქვეყნისთვის უცხოური ვალუტის ერთ-ერთი მთავარი მომპოვებლის − მეტალურგიული წარმოების გვარიანი ნაწილი გაჩერდებოდა გაჩერდებოდა. ასე რომ, უკრაინამ მადლობა უნდა გადაუხადოს „აგრესორს“, რომელიც აგრძელებს მისი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი სექტორის მხარდაჭერას.
ვალერი მიხაილოვი