ელისო კილაძე: ,,იმ ჯალათმა ექიმმა ზუსტად იცის, რომ მიშა კარგად არაა! გაწერა და ტელეფონი გათიშა!”

,,ქრონიკა +”-ის რედაქტორი, ჟურნალისტი ელისო კილაძე მესამე პრეზიდენტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს:

ელისო კილაძე: ,,იმ ჯალათმა ექიმმა ზუსტად იცის, რომ მიშა კარგად არაა! გაწერა და ტელეფონი გათიშა!”

,,ახლა უკვე ვიცი, რა ხდებოდა 1937 წელს, როცა ,,ტროიკები” ჩუმად, ხალხის სახელით უსწორდებოდნენ პატიმრებს მიმოწერის უფლების გარეშე! ზუსტად ეს იყო, რაც გუშინ მიშას გადაყვანის მცდელობის დროს მოხდა. თუ ყველაფერს კანონიერად აკეთებ, ჩაატარე ბრიფინგი, მიიყვანე კონსილიუმი, პირადი ექიმი, გაწერე და გადაიყვანე! მაგრამ არა – იმ ჯალათმა ექიმმა ზუსტად იცის, რომ მიშა კარგად არაა, მისი ციხეში გადაყვანა ნიშნავს გარდაუვალ სიკვდილს! გაწერა და ტელეფონი გათიშა! მკვლელი ხელისუფლება, ჯალათი ექიმები და უვარგისი პენიტენციური სამსახური!” – წერს ელისო კილაძე.