“ენმ”-ში შოკის მდგომარეობაა, ლიდერი ხან იძახდა, წლის ბოლომდე დავასრულებთ რეჟიმს, ხან იძახდა, გრძველვადიან ბრძოლაში ვიყოთ, ხან იძახდა, არ ავდგებით…” – ბოკერია

პოლიტიკოსი, გიგა ბოკერია, “ტვ პირველთან” ამბობს:

 

“ენმ”-ში შოკის მდგომარეობაა, ლიდერი ხან იძახდა, წლის ბოლომდე დავასრულებთ რეჟიმს, ხან იძახდა, გრძველვადიან ბრძოლაში ვიყოთ, ხან იძახდა, არ ავდგებით…” – ბოკერია

“ვინც მიშელის შეთანხმებას დათანხმდა, იძახის, ხო, ყველაფერში გადააგდო ოცნებამ საზოგადოება, მაგრამ მელია ხომ გამოვაშვებინეთ? ეგრე საკითხის დაყენება არის წახალისება მძევლებით ვაჭრობის. ეს არ გაგვიყვანს სამშვიდობოს. ახლა ეს რეჟიმი არც კი აპირებს შეცვლას, ის მდგომარეობაა, რაც უნდა, რომ იყოს. ნებისმიერმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომ უთხრას, ახლა ეს გამოუშვი და დანარჩენი მერე მოგვარდება – არასწორი დაყენებაა საკითხის, არც იმ კონკრეტულ ამბავს უშველის, სააკაშვილის ამბავს და ზოგადად ისევ არის საკუთარი თავის სუსტ მდგომარეობაში ჩაყენება. პრობლემა ერთ პატიმრობაში კი არ არის, პრობლემა თამაშის წესებშია.

როცა ლაპარაკია სასამართლო რეფორმაზე, რომელიც ვერც ერთმა ხელისუფლებამ არ და ვერ შეძლო, მე არ მჯერა, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში შესაძლებელი იყოს დამოუკიდებელი სასამართლოს დაყენება. იმისთვის რომ რეჟიმი შეიცვალოს, ფაქტია, ხარისხობრივად მეტი ჩარტთულობაა საჭირო. მაგალითი მომყავს, რომ არ ეგონოს ვინმეს, რომ ეს წარმოუდგენელია. გავრილოვის ამბის შემდეგ საპროტესტო განწყობაში ჩაერთო ის შრე ადამიანების, რომელებიც არ არიან არც ერთი პოლიტიკური პარტიის გარშემო, ახალგაზრდები მათ შორის – ამიტომ ირეაგირა ამაზე ივანიშვილმა. კოვიდის ეს ამბავი რომ არ დატყდომოდა თავს მსოფლიოს, რითიც ცინიკურად ისარგებლა, ის იყო სუსტ მდგომარეობაში, დღევანდელისგან განსხვავებით. ერთი ფაქტორია, ამ ტიპის რეჟიმები, ხშირად, მისი მავნებულური ბუნებიდან გამომდინარე მოცურდებიან ხოლმე და გავრილოვვის ამბავი ამის მაგალითი იყო, ისინი ასეთ შეცდომებს დაუშვებენ, მაგრამ იმ დროისათვის აქეთა მხარეს ჩვენ უნდა ვიყოთ ფორმაში.

ამ მომენტისთვის ოპოზიციის შიგნით ძალიან მწვავე განსხვავებებია პოზიციაში, არის ოპოზიცია, რომელიც თვლის, რომ საპარლამენტო სიმულაციით აქვს ბრძოლის გაგრძელებას აზრი, მაშინ როცა თავადვე თვლიან რომ პარლამენტი არალეგიტიმურია. ნაციონალური მოძრაობა იძახის, რომ წითელი ხაზი და კვანძის გახსნა სააკაშვილის გათავისუფლებაა. ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ხან იძახდა, წლის ბოლომდე დავასრულებთ რეჟიმს, ხან იძახდა, გრძველვადიან ბრძოლაში ვიყოთ, ხან იძახდა, არ ავდგებით… ერთ დღეს რაღაც იძახის, მეორე დღეს სრულიად საპირისპიროს იძახის, რაც რეჟიმს უადვილებს ამოცანას. ჩვენ გვჯერა და იმედი გვაქვს, რომ მწარე სიმართლე უნდა ვუთხრათ მოქალაქეებს, აქტიურ, საპროტესტო განწყობით მოქალაქეებს, რომ ეს ვერ იქნა სწრაფი ბრძოლა, ხელის ჩაქნევა არაფერს გვაძლევს და ყველამ უნდა იმუშაოს დიდი უპირატესობის მოპოვებაზე ივანიშვილის წინააღმდეგ. იმ ლოზუნგებით, რომ დრო არა გვაქვს და უნდა ვიჩქაროთ, შეიძლება კიდევ უფრო გახანგრძლივდეს ეს პროცესი.

ჩვენ პოზიციას ნაციონალური მოძრაობა არ იზიარებს, სამწუხაროდ. ნაციონალურ მოძრაობაში შოკის მდგომარეობაა, გარდა სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობისა, რომელიც ნაციონალური მოძრაობისთვის კი არა, ქვეყნისთვისაა ჭრილობა, მათთვის ლიდერების არათანმიმდევრული საქციელების, მოლოდინების გაზრდის, მერე იმედების გაცრუების გამო, მუდმივად არის ვითარება, რომ ეს წამი გადავაგოროთ… სანამ ამ მდგომარეობიდნა არ გამოვლენ, მანამდე ვერ ვხედავ ისინი დათანხმდნენ საღი აზრის მიღებას.”