ლიზა იასკო ვიდეო მიმართვას ავრცელებს

უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან ციხეში გადაყვანის მცდელობა როგორც უკრაინის, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ურადღების გარეშე არ დარჩება.

ლიზა იასკო ვიდეო მიმართვას ავრცელებს

გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში იასკო განვითარებულ მოვლენებს პროვოკაციას უწოდებს და იმედს გამოთქვამს, რომ საბოლოოდ, მიხეილ სააკაშვილს რეაბილიტაციისთვის სხვა ქვეყანაში გადაიყვანენ.

“მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, მას არ შეუძლია ფეხზე დგომა, აქვს სისუსტე და არაერთი ცუდი სიმპტომი. მომხდარის შემდეგ საავადმყოფოში არავის უშვებდნენ, არც მის პირად ექიმებს და არც დედას. მსგავს პროვოკაციებს გამოხმაურებები მოჰყვება, არც გაჩუმდება არც საერთაშორისო თანამეგობრობა, არც უკრაინული მხარე და არც ადამიანის უფლებებათა დამცველები.

ეს არის არაადამიანური მოპყრობა. მიხეილ სააკაშვილი არ იღებს შესაბამის სამედიცინო დახმარებას. ამას ემატება პროვოკაციები იმისთვის, რომ მისი საბოლოოდ განადგურება მოხდეს. იმედი მაქვს, მივაღწევთ, რომ მიხეილ სააკაშვილს რეაბილიტაციისთვის სხვა ქვეყანაში გადაიყვანონ, რადგან საქართველოში ის უსაფრთხოდ არაა”, – ამბობს იასკო