“ლონდა თოლორაია ადეიშვილის ხელის გოგო და მის წიაღში აღმოცენებული ჯალათია”

ლონდა თოლორაია არის ადეიშვილის ხელის გოგო, მისი გამოზრდილი და მის წიაღში აღმოცენებული ჯალათი!, – ამის შესახებ ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს. ექსპერტი მიიჩნევს, რომ თოლორაია ობიექტური ვერასდროს იქნება.

“ლონდა თოლორაია ადეიშვილის ხელის გოგო და მის წიაღში აღმოცენებული ჯალათია"

„სანამ ამ ქვეყანაში ყველაფერს თავისი სახელი არ დაერქმევა და ყალბი კოლეგიალობით გავაგრძელებთ ცხოვრებას, არაფერი გვეშველება.
ვინ არის ლონდა თოლორაია? ლონდა თოლორაია არის ადეიშვილის ხელის გოგო, მისი გამოზრდილი და მის წიაღში აღმოცენებული ჯალათი!
ლონდა თოლორაია არის გახარიას დაწინაურებული და მისი ხელდასხმით დანიშნული ინსპექტორი. თოლორაია არის მოღალატე გახარიას დავალებების შემსრულებელი! ეს არის სიმართლე და ყველამ იცის, მაგრამ არავინ ლაპარაკობს!
თოლორაია არის ის ადამიანი, რომელიც ვერასოდეს იქნება ობიექტური და მუდამ იმას გააკეთებს, რასაც ეტყვის ნაც.მოსთან ოფიციალურად შერწყმული გახარია!“, – წერს ფეისბუქში ლატარია.