ქართველმა მოჭადრაკემ მსოფლიო ჩემპიონატზე რაპიდში წარმატებული სტარტი აიღო

რაპიდში მსოფლიო ჩემპიონატში ძაგნიძის გარდა კიდევ ორი ​​ქართველი მოჭადრაკე მონაწილეობს – ნინო ბაციაშვილი და ლელა ჯავახიშვილი.

ქართველმა მოჭადრაკემ მსოფლიო ჩემპიონატზე რაპიდში წარმატებული სტარტი აიღო

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ (FIDE-ს რეიტინგში მე-8 ნომერი) ვარშავაში დაწყებული სწრაფ ჭადრაკში (რაპიდი) მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს 3,5 ქულა დააგროვა.

პირველ ოთხ ტურში ძაგნიძემ სამი გამარჯვება მოიპოვა და ერთი თამაში ყაიმით დაასრულა. ქართველი სპორტსმენი 3,5 ქულით შუალედურ მესამე ადგილს იკავებს, მის წინ არიან რუსეთის წარმომადგენლები ვალენტინა გუნინა და ალექსანდრა კოსტენიუკი, რომლებმაც ოთხ-ოთხი ქულა დააგროვეს.

ქართველმა მოჭადრაკემ მსოფლიო ჩემპიონატზე რაპიდში წარმატებული სტარტი აიღო

რაპიდში მსოფლიო ჩემპიონატში ძაგნიძის გარდა კიდევ ორი ქართველი მოჭადრაკე მონაწილეობს – ნინო ბაციაშვილი და ლელა ჯავახიშვილი. ბაციაშვილმა პირველ დღეს დააგროვა 1,5 ქულა და 69-ე პოზიცია დაიკავა, ხოლო ჯავახიშვილი ერთი ქულით 93-ე ადგილზეა.

საერთო ჯამში, მსოფლიო ჩემპიონატში სწრაფ ჭადრაკში, რომელიც 30 დეკემბრამდე გასტანს, მონაწილეობას 103 ქალი მოჭადრაკე იღებს.

წყარო: itv.ge