რომელი ქვეყანაა ყველაზე უბედური და ბედნიერი

რომელია მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი და უბედური ქვეყანა. Gallup International-მა მსოფლიოს 44 ქვეყანაში კვლევა ჩაატარა და ქვეყნების  ბედნიერების ინდექსის დასადგენად 41 ათასზე მეტი ადამიანი გამოკითხა.

რომელი ქვეყანაა ყველაზე უბედური და ბედნიერი

როგორც აღმოჩნდა, ყველაზე ბედნიერად თავს კოლუმბიაში, ყაზახეთში, ალბანეთში, მალაიზია/ეკუადორში და აზერბაიჯანში გრძნობენ. ხოლო ყველაზე უბედური ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება განა, ავღანეთი, ჰონგ-კონგი, ერაყი და რუსეთი.

კვლევაში ნათქვამია, რომ ლათინური ამერიკის, აფრიკისა და აღმოსავლეთ აზიის მაცხოვრებლები ლიდერობენ ბედნიერების ინდექსში, ხოლო ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და რუსეთის მაცხოვრებლები ყოველთვის უფრო უბედურები არიან.

უბედურად გრძნობენ თავს რეგიონის სხვა ქვეყნებშიც: რუსეთი თავისი 18 ქულით უბედური ქვეყნების ტოპ-5-ში მოხვდა, მიახლოებითი მაჩვენებლები აქვს საქართველოს სხვა მეზობლებსაც – სომხეთს 20 ქულა, უკრაინას 20 ქულა, თურქეთს 19 ქულა. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყნის მონაცემი ამ კვლევაში ვერ მოხვდა.

 

“ალია”