თბილისში გარდაიცვალა პოეტი და მუსიკოსი ნიკოლოზ ჯინჭარაძე

ცნობილი ქართველი ავტორი-შემსრულებელი მხოლოდ 54 წლის იყო.

თბილისში გარდაიცვალა პოეტი და მუსიკოსი ნიკოლოზ ჯინჭარაძე

გუშინ თბილისში ძილში მოულოდნელად გარდაიცვალა პოეტი და მუსიკოსი ნიკოლოზ (ნიკა) ჯინჭარაძე – არტისტი მხოლოდ 54 წლის იყო.

არტისტის გარდაცვალების შესახებ თბილისის გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის ლიტერატურული განყოფილების გამგემ ნინა შადური-ზარდალიშვილმა აცნობა.

– „ნიკა ჯინჭარაძე „რუსული კლუბისა“ და გრიბოედოვის თეატრის ერთ-ერთი ყველაზე გულისხმიერი მეგობარი იყო, ასევე ჩვენი საერთაშორისო ბარდების ფესტივალების ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე მონაწილე. ნიკას გამოსვლები ყველა კონცერტს ამშვენებდა. როგორ დავივიწყოთ ეს გულისხმიერება და ნიჭი?! ჩვენ ყველანი შოკში ვართ” – დაწერა შადური-ზარდალიშვილმა.

მეგობრისა და კოლეგის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარება შემსრულებელმა ვახტანგ აროშიძემაც გამოთქვა, რომელიც ნიკა ჯინჭარაძეს 15 წელი იცნობდა:
– „ახლა კატასტროფულ მდგომარეობაში ვარ – თქვა აროშიძემ – სიცოცხლის მოყვარული, ჯან-ღონით სავსე, ღია ადამიანი, ყოველთვის მზად იყო დაგხმარებოდა, რამდენი კარგი საქმე აქვს გაკეთებული. და აღარ არის… ყველას დაამახსოვრდება როგორც ნათელი და კეთილი ადამიანი. ის ნამდვილი მამაკაცი იყო. რაც შეეხება მის შემოქმედებას, მადლობა ღმერთს, ის არის და იქნება“…

პოეტი, ავტორი და ბარდი ნიკოლოზ ჯინჭარაძე 1967 წლის 14 ივლისს დაიბადა.

პირველი სიმღერა მან 1988 წელს ჯარში ყოფნისას დაწერა.

2005-2018 წლებში გამოუშვა ოთხი ალბომი. ის თბილისში ცნობილი იყო როგორც კულტურის აქტიური მოღვაწე.

წყარო: Sputnik