ცნობილია აშშ-ის და რუსეთის მოლაპარაკებების თარიღი და თემები

მოსკოვი და ვაშინგტონი იანვრის პირველ დეკადაში გამართავენ მოლაპარაკებებს უკრაინის საკითხზე და შეიარაღებაზე კონტროლთან დაკავშირებით, იუწყება Agence France-Presse თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელზე დაყრდნობით.

ცნობილია აშშ-ის და რუსეთის მოლაპარაკებების თარიღი და თემები

ამასთან ერთად, მან დაასახელა სხვა მნიშვნელოვანი შეხვედრების თარიღებიც:
– “შეერთებული შტატები და რუსეთი შეიარაღებაზე კონტროლისა და უკრაინის თემებზე მოლაპარაკებებს 10 იანვარს გამართავენ. მოსკოვისა და ნატოს დიალოგი, როგორც მოსალოდნელია, 12 იანვარს შედგება, ხოლო ეუთოსთან მოლაპარაკებები 13 იანვარს გაიმართება” – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 27 დეკემბერს განაცხადა, რომ მზადაა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან მოლაპარაკებებისთვის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით.

მანამდე, 17 დეკემბერს მოსკოვმა გამოაქვეყნა აშშ-თან მოლაპარაკებებისა და ნატოს წევრ ქვეყნებთან შეთანხმებების პროექტები, რომლებიც მოიცავს ევროპაში უსაფრთხოების ორმხრივ გარანტიებს, მცირე და საშუალო სიშორის რაკეტების განუთავსებლობას მისაწვდომ ზონებში და ასევე ალიანსის შემდგომ გაფართოებაზე უარს, მათ შორის, სსრკ-ის ყოფილი რესპუბლიკების ხარჯზე. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, თუ დასავლეთი არ ირეაგირებს ამ მოთხოვნებზე, შესაძლოა კონფრონტაციის ახალი ტალღა აგორდეს.

წყარო: Agence France-Presse