სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანის შესახებ არაფერი არ ვიცოდით

მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე აცხადებს, რომ მათ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანის შესახებ არაფერი არ ვიცოდით

 

“ჩვენ გადაყვანის შესახებ არაფერი არ ვიცოდით. უფრო მეტიც ოფიციალური, დადასტურებული ინფორმაცია ამ დრომდე არ გვაქვს. პენიტენციურ სამსახურში დიდი ხანია ჩვენს ზარებს არ პასუხობენ, თუმცა, პირადად მე დარწუნებული ვარ, რომ გადაიყვანეს.

ეს არ არის კანონზე ან რაღაც ტიპის ლოგიკურ მსჯელობაზე დაფუძნებული გადაწვეტილება, ეს არის უბრალოდ ბოღმიანი, შეშინებული ადამიანების აგონიური ქცევა,” – აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გადაიყვანეს.

 

“რუსთავი2”