შესანიშნავი სპორტული ფორმა – პუტინმა და ლუკაშენკომ ჰოკეი ითამაშეს; კადრები მატჩიდან!

რუსეთის და ბელორუსის ლიდერები მშვიდად განაგრძობენ თავიანთი სახელმწიფოების მართვას და ერთმანეთთან პოლიტიკურ მეგობრობას. სანკტ-პეტერბურგში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, პუტინმა და ლუკაშენკომ ჰოკეის მატჩში პირადად მიიღეს მონაწილეობა და თავიანთი შესანიშნავი სპორტული ფორმა, ამ სპორტისათვის სოლიდური ასაკის მიუხედავად, დაამტკიცეს.

სიმბოლურია, რომ ორივე პრეზიდენტი ერთ გუნდში თამაშობდა – “თეთრების” გუნდში, “წითლების” წინააღმდეგ. ლუკაშენკოს ტრადიციულად 1-ლი ნომერი ჰქონდა მაისურზე, პუტინს – 11.

მათთან ერთად ჰოკეის საბჭოთა და რუსული ვარსკვლავები – ფეტისოვი, კოვალჩუკი, კასატონოვი.

შესანიშნავი სპორტული ფორმა - პუტინმა და ლუკაშენკომ ჰოკეი ითამაშეს; კადრები მატჩიდან!