დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო ჩინოვნიკებს სიტყვა Brexit-ის გამოყენება აუკრძალეს!

დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო ჩინოვნიკებს სიტყვა Brexit-ის გამოყენება აუკრძალეს, მოვლენის აღსანიშნად რეკომენდებულია ფრაზა „ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა“, იუწყება Daily Mail-ი.

დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო ჩინოვნიკებს სიტყვა Brexit-ის გამოყენება აუკრძალეს!

გავრცელებული ინფორმაციით, სიტყვა Brexit-ის გამოყენება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში დაიშვება „ისტორიულ კონტექსტში“.
გარდა ამისა, ჩინოვნიკებს ასევე მოუწოდეს, თავი აარიდონ ტერმინს „გარდამავალი პერიოდი“. ამაში იგულისხმება ის თვეები, როდესაც ლონდონი და ბრიუსელი მომავალი ურთიერთობების გეგმებზე მუშაობდნენ.

– „მაგალითად, Brexit-ს ნაცვლად გამოიყენეთ „2020 წლის 31 დეკემბერი“, ან „როცა ბრიტანეთი ევროკავშირიდან გავიდა“, ასევე „2020 წლის 31 დეკემბერი“; არა „გარდამავალი პერიოდის განმავლობაში“, არამედ „2021 წლის 1 იანვრის შემდეგ“ – ნათქვამია მთავრობის „სტილის სახელმძღვანელოში“.

გამოცემის ცნობით, ასეთი რეკომენდაცია მას შემდეგ გაიცა, რაც ევროკავშირი დიდ ბრიტანეთს სავაჭრო გარიგების ჩაშლით დაემუქრა, თუ ქვეყნის საგარეო ვაჭრობის მინისტრი ლიზ ტრასი ჩრდილოეთ ირლანდიასთან ამჟამად მოქმედ სასაზღვრო წესებს გააუქმებს.
მანამდე ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის ჩრდილოეთ ირლანდიასთან სასაზღვრო დავა გამწვავდა. ორივე მხარე უკვე თვეებია, მოლაპარაკებებს აწარმოებს იმ პრობლემების აღმოსაფხვრელად , რომლებიც ჩრდილოეთ ირლანდიის შესახებ პროტოკოლითაა გამოწვეული.

გასული წლის დეკემბრის ბოლოს ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის გაფორმებული სავაჭრო ხელშეკრულების თანახმად, ჩრდილოეთ ირლანდია, რომელმაც გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში დატოვა ევროპული გაერთიანება, ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის ნაწილად დარჩა. ეს ორმაგი სტატუსი შესაძლებელს ხდიდა, არ გაჩენილიყო საზღვარი ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიის რესპუბლიკას შორის, რომელიც ევროკავშირის წევრად დარჩა.

წყარო: Daily Mail