ქართული თხილის ექსპორტი იზრდება …

ქართული თხილის ექსპორტი ძირითადად ევროპის, აგრეთვე მეზობელი ქვეყნების ბაზრებზე ხორციელდება.

ქართული თხილის ექსპორტი იზრდება ...

2021 წლის 1 აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდში 17 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 72,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

უწყების ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს ექსპორტირებული თხილის მოცულობა 3,7 ათასი ტონით(28%), ხოლო ღირებულება 7,2 მლნ დოლარით (14%) გაიზარდა.

ქართული თხილის ექსპორტი ძირითადად ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, იტალიაში (7.054 ტონა), გერმანიაში (3.140 ტონა),სომხეთში (1.198 ტონა), ჩინეთში (780 ტონა), ესპანეთში (478 ტონა), ჩეხეთში (445 ტონა), რუსეთში (358 ტონა), პოლონეთში (337 ტონა), ლიეტუვაში (305 ტონა) და უკრაინაში (301 ტონა).

საქართველოში თხილის მოსავლის აღება აგვისტოს დასაწყისში, ტრადიციულად, პირველად სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში დაიწყო, შემდეგ კი კახეთსა და სხვა რეგიონებში.

უწყების ცნობით, მიმდინარე წელს თხილის მოსავლის საპროგნოზო მოცულობა 65-70 ათას ტონამდეა, რაც თანხობრივად 150 მლნ დოლარის საექსპორტო პოტენციალს წარმოადგენს.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ 2016 წლიდან აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების გამო თხილის წარმოება (შესაბამისად, ექსპორტი) მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად 2020 და 2021 წლებში მავნებლის რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდა, მოხერხდა სასოფლო-სამეურნეო კულტურების გადარჩენა და თხილის უხვი მოსავლის მიღება.

წყარო: newposts.ge