ლონდონი მზადაა, უკრაინას კიდევ უფრო მეტი შეიარაღება მიაწოდოს – დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლესის განცხადებით, ლონდონი მზადაა, უკრაინას კიდევ უფრო მეტი შეიარაღება მიაწოდოს, რათა კიევმა რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში საკუთარი თავის დაცვა შეძლოს. ამის შესახებ უოლესმა Daily Mail-თან ინტერვიუში განაცხადა.

ლონდონი მზადაა, უკრაინას კიდევ უფრო მეტი შეიარაღება მიაწოდოს – დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი

„განვიხილავთ საკითხს უკრაინისთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდების შესახებ. არაფერია გამორიცხული იმ კუთხით, რომ უკრაინას თავდაცვისუნარიანობის გაზრდაში დავეხმაროთ. დიდი ბრიტანეთი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს. 8 წლის განმავლობაში ვეხმარებით მათ თავდაცვისუნარიანობის გაზრდაში და ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე გადავწყვიტეთ, ეს დახმარება გავზარდოთ“, – განაცხადა უოლესმა.

წყარო