სააკაშვილი მოიხდის სასჯელს ისე, როგორც ყველა პატიმარი – კახა კალაძე

პოლიტიკური კრიზისი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, ქვეყანაში არანაირი პოლიტიკური კრიზისი არ არსებობს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

სააკაშვილი მოიხდის სასჯელს ისე, როგორც ყველა პატიმარი – კახა კალაძე

ჟურნალისტმა მას ჰკითხა: „როგორ შეაფასებთ მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის ინიციატივას, რომ მზად არის, სააკაშვილი იყოს შინაპატიმრობაში თავის ეპარქიაში და შეუქმნას ყველანაირი პირობა, ხომ არ განმუხტავს ეს ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს“.

კალაძე ამბობს, რომ სააკაშვილი მსჯავრდებულია და როგორც ყველა პატიმარი, სასჯელს მოიხდის.

„მიხეილ სააკაშვილი არის მსჯავრდებული, მას აქვს მისჯილი ბრალი კონკრეტულ დანაშაულებზე და მოიხდის სასჯელს ისე, როგორც ყველა პატიმარი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

1 tv.ge