რუსეთმა ბელარუსში SU-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები გააგზავნა

რუსეთმა SU-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები ბელარუსში  გააგზავნა, სადაც რუსული ავიაცია და საზენიტო კომპლექსები S-400 რუსულ-ბელორუსულ სამხედრო წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

რუსეთმა ბელარუსში SU-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები გააგზავნა

სამხედრო წვრთნები 10-20 თებერვალს იმართება. წვრთნები 5 პოლიგონზე და 4 სამხედრო აეროდრომზე გაიმართება. მასში მონაწილე სამხედროების რაოდენობა არ სახელდება. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 9 თებერვლამდე ბელარუსში სამხედრო დაჯგუფებები შეიქმნება.