ევროკავშირი უკრაინიდან დიპლომატების ოჯახების გაყვანას არ გეგმავს – ბორელი

ევროკავშირი უკრაინიდან დიპლომატების ოჯახების გაყვანას არ გეგმავს – ბორელი.

ევროკავშირი უკრაინიდან დიპლომატების ოჯახების გაყვანას არ გეგმავს - ბორელი

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირი უკრაინიდან დიპლომატების ოჯახის წევრების გაყვანას არ გეგმავს.

როგორც ბორელმა თქვა, სიტუაციის “დრამატიზება საჭირო არ არის”, ვინაიდან რუსეთთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

– “ჩვენ არ ვაპირებთ იმავეს გაკეთებას, რადგან არ ვიცით რაიმე კონკრეტული მიზეზები. მაგრამ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი გვაცნობებს. არ ვფიქრობ რომ სიტუაციის დრამატიზება უნდა მოვახდინოთ, რადგან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ვერ ვხედავ უკრაინის დატოვების მიზეზს, შესაძლოა, სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს მეტი ინფორმაცია აქვს და თუ ასეა, გაგვაცნობს” – თქვა მან.

ცნობისთვის, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა განკარგულება გასცა, რომ უკრაინაში აშშ-ს საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრებმა ქვეყანა დატოვონ. მათივე ცნობით, უკრაინის დატოვება ნებაყოფლობით შეუძლიათ საელჩოს დაქირავებულ თანამშრომლებსაც.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია განმარტებული, დიპლომატები საელჩოში მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ და ქვეყნიდან საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრების გაყვანა სიფრთხილის ზომაა და არა ევაკუაცია.

წყარო: itv.ge