„სოლიდარობა ნიკოლოზ ბასილაშვილს… მასთანაც და ჩემთანაც ფრთხილად!“ – ბესო ზანგური

მსახიობი ბესო ზანგური ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი მეურლის, ნეკა დოროყაშვილის გარშემო აგორებულ მორიგ სკანდალს ეხმაურება.

„სოლიდარობა ნიკოლოზ ბასილაშვილს… მასთანაც და ჩემთანაც ფრთხილად!“ – ბესო ზანგური

ზანგური ბასილაშვილს სოლიდარობას უცხადებს.

„ჩემი სოლიდარობა ნიკოლოზ ბასილაშვილს. ბულინგი და ცილისწამება არანაკლები ძალადობაა…ის, რასაც დღეს Tv-pirveli სასამართლოს განაჩენის გამოტანამდე უკეთებს ნიკას, ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია და ფსიქოლოგიური ზეწოლა, რამაც შესაძლოა, 115-ე მუხლი აამოქმედოს „ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობა“. ამიტომ მასთანაც და ჩემს შემთხვევაში ფრთხილად კომენტარებში. სულ ესაა“, – წერს მსახიობი.