სოფელ ზეღდულეთში საპროტესტო აქციები განახლდა

“ყველამ გაიგეთ, არ დავთმობთ” – ზეღდულეთელებმა სადავო მიწაზე დროშა და ომში დაღუპული ჯარისკაცების ბანერი აღმართეს.

სოფელ ზეღდულეთში საპროტესტო აქციები განახლდა

სოფელ ზეღდულეთში საპროტესტო აქციები განახლდა – ადგილობრივებმა სადავო მიწაზე დროშა და 2008 წლის ომში დაღუპული 5 ჯარისკაცის ფოტოებით ბანერი აღმართეს. დღეიდან სოფლის მცხოვრებლები ამ მიწის ნაკვეთს სწორედ ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ბიჭების სახელს უწოდებენ და ამბობენ, რომ ინვესტორს სამუშაოების გაგრძელების საშუალებას არ მისცემენ.

აქციები მას შემდეგ განახლდა რაც ხელისუფლებას, ინვესტორსა და ადგილობრივებს შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. მიწის მფლობელი 25 ჰექტარის დათმობას სთავაზობდა, თუმცა სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ საძოვრად ეს სივრცე საკმარისი არ არის.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ცხოვრება გაჭირვებაში უწევთ, მათი ერთადერთი შემოსავლის წყარო მესაქონლეობაა, რომელიც ამ საძოვარზეა დამოკიდებული.

75 ჰექტარი მიწის ფართობი წლების წინ გასხვისდა. ადგილზე ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ინვესტორმა მიწის დამუშავება გადაწყვიტა, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა.

წყარო: ptn.ge