“ჩვენ ვხედავთ ყბედი, გაკოტრებული პოლიტიკოსების, “შარვალჩახდილი”, სამარცხვინო “პატრიოტების” ადამიანების პლებეურ დუღილს!” – მაია ნიკოლეიშვილი

ბატონ ზალკალიანის ინტერვიუს ვუყურე, ასეთი აღელვებული ეს ადამიანი ვერ წარმომედგინა. მისი ემოცია სრულიად გასაგებია და გულსატკენია, რომ საქართველოს ასეთი უგვანო ოპოზიცია ყავს!

"ჩვენ ვხედავთ ყბედი, გაკოტრებული პოლიტიკოსების, "შარვალჩახდილი", სამარცხვინო "პატრიოტების" ადამიანების პლებეურ დუღილს!" - მაია ნიკოლეიშვილი

ლიბერალები? ლიბერალები კი არა, “ჩვენი” უდღეური” ოპოზიციონერები არიან “ქუჩის ლიბერალები”, ლიბერალებში ყველაზე დაბალი კასტა!
-დაირქვი ლიბერალი, რომ დაგერქვას პოლიტიკოსი, აი, მათი დრომოჭმული ფორმულა. დღეს ჩვენ ვხედავთ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ამხედრებული, გაბოროტებული, უწიგნური ადამიანების პლებეურ დუღილს!
-როგორც ქართული საზოგადოების ერთი, რიგითი წევრი, მხარს ვუჭერ ჩვენი ხელისუფლების მშვიდ ნაბიჯებს და სიფრთხილეს, ვხედავ რა, რომ ის აცნობიერებს ურთულეს გეოპოლიტიკურ სიტუაციას და პოლიტიკურ ნაღმებს.
ერთ-ერთი ნაღმი კი ჩვენი მავნებელი ოპოზიციაა, ყბედი, გაკოტრებული პოლიტიკოსები, “შარვალჩახდილი”, სამარცხვინო “პატრიოტები”, ქართულ ჯარში სამსახურის მოწინააღმდეგეები! მათ ქვეყანას აღარავინ აარევინებს!

ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი; სოციალური ქსელი