„3-მილიონიან ოდესაში რკინის შანთით ამოვძირკვე კორუფცია“ – მიხეილ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ანტიკორუფციული მოძრაობის შექმნას ეხმაურება.

„3-მილიონიან ოდესაში რკინის შანთით ამოვძირკვე კორუფცია“ - მიხეილ სააკაშვილი

მისი თქმით, კორუფცია აფერხებს ქვეყნის განვითარებას და ნიჭიერ ადამიანებს შესაძლებლობებს უსპობს, ამიტომ საქართველოში პოლიტიკური მოღვაწეობა სწორედ კორუფციონერი მინისტრების მხილებით დაიწყო, უკრაინაში წასვლის შემდეგ კი, კორუფცია ოდესაში დაამარცხა.

„მივესალმები ანტიკორუფციული მოძრაობის შექმნას.

პოლიტიკაში მე ჩემი აქტიური მუშაობა პარლამენტში, ანტიკორუფციული კომისიის შექმნით და რამდენიმე მინისტრის და სხვა მაღალი თანამდებობის პირის მხილებით დავიწყე. შემდეგ ვიყავი თანაავტორი კანონის ქონებრივი დეკლარაციების და ასევე დაუსაბუთებელი ქონების შესახებ. ასეთივე კანონების დაწერაში ვეხმარებოდი უკრაინაში. 3-მილიონიან ოდესაში რკინის შანთით ამოვძირკვე კორუფცია.

ახლა, როცა საქართველოში ისევ დატრიალდა კორუფციის სუნი და „ხელისუფლებას“ ეს აწყობს, მხოლოდ ჩვენი, მთელი საზოგადოების ერთობლივი მუშაობით შეიძლება ამასთან გამკლავება.

კორუფცია კლავს შესაძლებლობებს, ნიჭიერ ადამიანებს და ქვეყანას. ის ძალიან მახინჯი და უსამართლოა.წარმატებას ვუსურვებ ანტიკორუფციულ მოძრაობას ქვეყნის სამსახურის საქმეში! ამ სიმახინჯეს ერთად დავამარცხებთ!“, – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 27 იანვარს საქართველოში ანტიკორუფციული მოძრაობა შეიქმნა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებს და სამოქალაქო აქტივისტებს აერთიანებს.