პესკოვმა გააჟღერა, თუ რა იქნება ამერიკელების პასუხის შემდეგ

მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა და ნატომ, რუსეთში აშშ ელჩის ჯ. სალივანის ხელით, ოფიციალური პასუხი გაუგზავნეს რუსეთს მის მოთხოვნებზე, ნატოს არგაფართოებასთან და რუსეთისთვის სახიფათო შეიარაღებების აღმოსავლეთ ევროპაში არგანთავსების შესახებ, კომენტარი რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.

პესკოვმა გააჟღერა, თუ რა იქნება ამერიკელების პასუხის შემდეგ

მისი თქმით, ამერიკელებმა, როგორც ჩანს, რუსეთის მოთხოვნები არ დააკმაყოფილეს, მაგრამ საბოლოო დასკვნების გაკეთება ჯერ ადრეა, ვინაიდან როგორც რუსეთი, ისე აშშ დაინტერესებულნი არიან დიალოგითა და დეესკალაციით. ამერიკულ მხარეს ერთი თვე დასჭირდა იმისათვის, რათა შეესწავლა რუსეთის მოთხოვნები და პასუხი გამოეგზავნა, ამიტომ კრემლსაც სჭირდება გარკვეული დრო, ანალიზისა და პასუხისათვის – აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა, რომელმაც ასევე დაადასტურა, რომ ყველა დოკუმენტი პრეზიდენტ პუტინს მაგიდაზე უდევს.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი არ ქვეყნდება ამერიკული მხარის მიერ და აშშ სახელმწიფო მდივნის, ბლინკენის სურვილია, რომ იგი არც რუსეთმა გამოაქვეყნოს. რუსული მხარე ამერიკელების თხოვნას აკმაყოფილებს და ამერიკელების მიერ გამოგზავნილ, მოცულობით საკმაოდ ვრცელ დოკუმენტს, ასევე არ აქვეყნებს.