“რუსეთისთვის საფრთხის წინაშე დგას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება, რადგან ნატო ჩვენს საზღვრებს უახლოვდება!”-რუსეთის ელჩი ევროკავშირში

„უკრაინაში რუსეთის შეჭრის შიში არის ბლეფი და ისტერიული გზავნილი, რომელსაც დასავლეთის ქვეყნები ავრცელებენ“, – ამის შესახებ ევროკავშირში რუსეთის ელჩმა ვლადიმერ ჩიჟოვმა განაცხადა.

“რუსეთისთვის საფრთხის წინაშე დგას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება, რადგან ნატო ჩვენს საზღვრებს უახლოვდება!”-რუსეთის ელჩი ევროკავშირში

მისივე თქმით, რუსეთი უკრაინაში შეჭრას არ აპირებს.

„რუსეთი არ აპირებს შეჭრას არც უკრაინაში და არც სხვა ქვეყანაში. ეს ბლეფია, რომელიც შეიქმნა არა რუსეთში, არამედ იმ ქვეყნებში, რომლებიც ახლა ავრცელებენ ამ ისტერიულ გზავნილს მთელ ევროპასა და მსოფლიოში. ჩვენ გვჯერა დიპლომატიის და მხოლოდ იმის იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამოსაუბრეები აქ, ევროპასა და ატლანტის ოკეანის მიღმა, იცავენ იმავე პრინციპს.

ნატოს ზოგიერთმა ბოლოდროინდელმა ნაბიჯმა გაზარდა არასტაბილურობის ხარისხი მთელ ევროპაში. რუსეთისთვის საფრთხის წინაშე დგას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება, რადგან ნატო ჩვენს საზღვრებს უახლოვდება. ნატოს ღია კარის პოლიტიკა ფორმულირებულია ისე, თითქოს იგი არსებობდეს ვაკუუმში და ნატოს ირგვლივ სხვა არავინ იყოს“, – განაცხადა ჩიჟოვმა.