შეერთებულმა შტატებმა არ უპასუხა ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას – სერგეი ლავროვი

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაგზავნილ დოკუმენტში რუსეთისთვის მთავარ საკითხზე პოზიტიური რეაქცია არ არის – ასე გამოეხმაურა სერგეი ლავროვი შტატების მიერ გაგზავნილ დოკუმენტს.

შეერთებულმა შტატებმა არ უპასუხა ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას – სერგეი ლავროვი

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, მათთვის მთავარი საკითხი NATO-ს შემდგომი გაფართოების დაუშვებლობა და შეტევითი იარაღის განთავსებაა, რომელმაც შესაძლოა რუსეთის ფედერაციას საფრთხე შეუქმნას.

„ამ დოკუმენტში მთავარ საკითხზე პოზიტიური რეაქცია არ არის. მთავარი საკითხია ჩვენი მკაფიო პოზიცია აღმოსავლეთით ნატო-ს შემდგომი გაფართოების დაუშვებლობისა და შეტევითი იარაღის განლაგების თაობაზე, რომელიც შესაძლოა, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიას დაემუქროს“, – განაცხადა ლავროვმა.