ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის პროცესი ოცნებამ ფიქციად გადააქცია

პაატა მანჯგალაძე: ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის პროცესი „ქართულმა ოცნებამ“ ფიქციად გადააქცია.

ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის პროცესი ოცნებამ ფიქციად გადააქცია

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის პროცესი „ქართულმა ოცნებამ“ ფიქციად გადააქცია.

როგორც მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პროცესში მისი პარტიის მონაწილეობის მიზანი, “ფარსისთვის ფარდის ახდაა”.

„ეს პროცესი „ქართული ოცნების“ მიერ ფიქციადაა გადაქცეული. ჩვენი მონაწილეობა ემსახურება იმას, რომ კიდევ უფრო ნათლად ავხადოთ ფარდა, რომ ეს არის ფარსი. „ქართული ოცნების“ მოწოდებულ კანდიდატებს არანაირი უპირატესობა არ აქვთ იმათთან შედარებით, ვისზეც ვფიქრობთ, რომ მხარდაჭერა შესაძლებელია. ჩვენ მხარს ვუჭერთ თევზაძის კანდიდატურას, რომელმაც შემოგვთავაზა სამართლიანი არჩევნების ჩატარების სტრატეგია და ტაქტიკა“ – განაცხადა მანჯგალაძემ.

კითხვაზე, რატომ არ უჭერს ოპოზიცია მხარს ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატ გიორგი კალანდარიშვილს, მანჯგალაძე მიზეზებს განმარტავს და ამბობს, რომ „ეს არ არის გამოწვეული იმით, რომ რაც ხელისუფლებას არ მოსწონს, ოპოზიციასაც არ მოსწონდეს“.

„კალანდარიშვილს 2017 წლიდან ვიცნობ, უწყებათაშორის საბჭოში ცესკოს წარმოადგენდა და არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც მან ოპოზიციის სასარგებლოდ დასმულ ნებისმიერ საკითხს დაუჭირა მხარი“ – განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ცესკოს თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების მოსმენის პროცესი მიმდინარეობს. კომიტეტის წევრებმა ცესკოს წევრობის ოთხ, ხოლო თავმჯდომარეობის ორ კანდიდატს უნდა მიუსმინონ.

წყარო: newposts.ge