ჩეჩენი ინფორმაციის მინისტრის მტკიცებით, დონბასში სპეცრაზმმა ამერიკელი სპეცაგენტი მოკლა – დოკუმენტი

რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩეჩნეთის რესპუბლიკის ინფორმაციის მინისტრი აჰმედ დუდაევი ამტკიცებს, რომ ჩეჩნების სპეციალური დანიშნულების რაზმმა, რომელიც დონბასის რეგიონში იბრძვის, ამერიკული სპეცსამსახურების წარმომადგენელი (1987 წელს დაბადებული ჯოზეფ კლარკი) მოკლა. მტკიცებულებად იგი ამერიკელის პასპორტს აქვეყნებს.

ჩეჩენი ინფორმაციის მინისტრის მტკიცებით, დონბასში სპეცრაზმმა ამერიკელი სპეცაგენტი მოკლა - დოკუმენტი

ჩვენ არ შეგვიძლია, ვერიფიცირება გავუკეთოთ ამ ინფორმაციას ან მისი ნამდვილობა უარვყოთ. ვავრცელებთ იმ ინფორმაციას, რაც ვრცელდება – შესაბამისი დოკუმენტის, ამერიკული პასპორტის საფუძველზე. ფოტო და ვიდეომასალა (საპასპორტო მონაცემები):

United States of America. Clark, Joseph Ward. 657514514

13 DEC 1987 , Washington, USA .

24 Jun 2021 – 24 Jun 2031.