დღეიდან მორწმუნეებისთვის ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო

დღეიდან, აღდგომის მეორე დღეს მორწმუნეებისთვის ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მსგეფსის პირველ დღეს, საფლავთა კურთხევას აღნიშნავს.

დღეიდან მორწმუნეებისთვის ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო

მოქალაქეები გადიან ახლობელთა საფლავებზე. ტრადიციის მიხედვით, მათ თან პასკა და წითელი კვერცხები მიაქვთ.

ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ დღეს ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება და მორწმუნეებს ზიარების მიღების საშუალება აქვთ.