გათავისუფლებულია დაბა ნოვოტოშკოვსკოე, სადაც ყოველი შენობა სიმაგრედ იყო გადაქცეული. რას ამბობენ ადგილობრივები

ლუგანსკის სახალხო მილიციამ, რუსეთის არმიის მხარდაჭერით, კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი – დაბა ნოვოტოშკოვსკოე გაათავისუფლა. ეს დაბა პოპასნაიას რაიონში მდებარეობს, პოპასნაიასთვის კი გაცხარებული ბრძოლები მიმდინარეობს, ვინაიდან იგი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პუნქტია დონბასის ფრონტზე.

გათავისუფლებულია დაბა ნოვოტოშკოვსკოე, სადაც ყოველი შენობა სიმაგრედ იყო გადაქცეული. რას ამბობენ ადგილობრივები

ნოვოტოშკოვსკოეს გათავისუფლება მნიშვნელოვანია ლუგანსკის რესპუბლიკისათვის და უკრაინულ ჯარებს არაფრით არ სურდათ ამ პუნქტის დათმობა. დაბაში ყველა მეტ-ნაკლებად დიდი და მკვიდრად ნაგები შენობა სამხედრო ობიექტად იყო გადაქცეული. ლუგანსკის მილიციას მოუწია მასობრივი საარტილერიო ცეცხლის გამოყენება, შესაბამისი შედეგებით. უვარგისია შენობათა უმეტესი ნაწილი, დახოცილია არაერთი უკრაინელი ბოევიკი.

მოსახლეობა ჰყვება, რომ ლუგანსკის სახალხო მილიციის შემოსვლას უფრო ადრე ელოდნენ. “ერთი თვით ადრე რომ მოსულიყავით, ამდენი ნგრევა ალბათ აღარ იქნებოდა საჭირო” – აღნიშნავს ერთ-ერთი მოსაუბრე, ადგილობრივი ქალი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ საჭმელ-სასმელი არ აკლიათ, რადგან სოფლის პირობებში მოჰყავთ კარტოფილი, ხახვი, ჭარხალი და სხვა პროდუქტი, რომელთაც აკონსერვებენ კიდეც. დანარჩენში მათ დახმარებას უწევს ლუგანსკის სახალხო მილიცია – იქნება ეს პროდუქტი თუ, განსაკუთრებით, მედიკამენტები.

იხილეთ ორი ვიდეოსიუჟეტი. გაფრთხილებთ, რომ კადრები შეიცავს დახოცილი ჯარისკაცების სურათებს.