სენსაციური ვიდეო, რომელიც ჯერ-ჯერობით შეუმჩნეველი რჩება: ციხე-სიმაგრედ ქცეული კორპუსი ერთი დარტყმით დაინგრა – რუსების “ზმეი გარინიჩი”

გთავაზობთ შთამბეჭდავ ვიდეოს ქალაქ რუბეჟნოედან, რომელშიც რუსები ნაბიჯ-ნაბიჯ, დიდი ბრძოლებით, წინ მიიწევენ. ვიდეო რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა გადაიღო.

ვიდეოზე ასახულია რუსული ჯარების, ასე ვთქვათ, “კრეატივი” ანუ “ნოუ ჰაუ”. კერძოდ, მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა რუბეჟნოეში მაღლივი შენობა დაიკავეს და მისი ციხე-სიმაგრედ გადაქცევა დააპირეს (მარიუპოლში ასეთი მაგალითები უხვად იყო),  რუსებმა, მცირე საარტილერიო მომზადების შემდეგ, უფრო სწრაფი და საიმედო გამოსავალი ნახეს – მათ რუსული ზღაპრების ერთ-ერთი პერსონაჟის, “ზმეი გარინიჩის” სახელწოდების რეაქტიული მოწყობილობა УР-77 გამოიყენეს. აღნიშნული მოწყობილობა განაღმვისთვის გამოიყენება – მისი საშუალებით, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებისგან ერთი დარტყმით დიდი ფართობები თავისუფლდება, ვინაიდან УР-77-ს თითქმის კარგი საავიაციო ბომბდამშენის ძალა აქვს და ნაღმების აფეთქებას იწვევს დიდ ტერიტორიაზე.

რუბეჟნოეში კი “ზმეი გარინიჩმა” უკრაინული ციხე-სიმაგრე დაანგრია. ვიდეოზე (რომელიც იუტუბზეც ვრცელდება) ჯერ ჰაუბიცის გასროლა ჩანს, შენობის მიღმა ჩნდება პატარა ხანძარი; შემდეგ პაუზაა და ვიდეოს ბოლოსკენ ნახავთ ეფექტურ სიურპრიზს:

 

სენსაციური ვიდეო, რომელიც ჯერ-ჯერობით შეუმჩნეველი რჩება: ციხე-სიმაგრედ ქცეული კორპუსი ერთი დარტყმით დაინგრა - რუსების "ზმეი გარინიჩი"