“არანაირი ცვლილება, არანაირი გააზრება შეცდომებისა, არანაირი ისტორიული მეხსიერება!”

ყველა დრამას აქვს დასასრული.
განსხვავება მხოლოდ დრამის ფინალია,
რაც ადამიანის სიტყვიერ და ფიზიურ ქმედებაში ვლინდება, – ზოგადსაკაცობრიო წინაღმდეგობებში კონკრეტული ადამიანის ქცევასა და ქმედებაში!

"არანაირი ცვლილება, არანაირი გააზრება შეცდომებისა, არანაირი ისტორიული მეხსიერება!"ქართული დრამატული წარსული და აწმყო დრამატულ ფინალებში დროში ინვარიანტული ქმედებებით ხასიათდება, – არანაირი ცვლილება, არანაირი გააზრება შეცდომებისა, არანაირი ისტორიული მეხსიერება!
ეს უმძიმესი მდგომარეობა ხასიათში და გონებაში გადართვის რაღაც მექანიზმის არქონაზე მიუთითებს, –
შეუძლებელია სხვა ახსნა არსებობდეს, რადგან ელემენტარული გონიერება გკარნახობს, –
არ აღმოჩნდე იმ მდგომარეობაში, რომელმაც ერთხელ მაინც მოგიტანა წარუმატებლობა და მარცხი.
ხასიათისა და გონების განსაკუთრებული კონსტრუქცია უშლის ადამიანს წინსვლასა და განვითარებაში!
ეს აზრი მართებულია ადამიანთა დიდი გაერთიანებებისთვისაც, რომლებსაც პირობითად შეიძლება ეწოდოს ერი, თუმცა
ე რ ი – ეს უკვე ადამიანის განვითარების ძალიან მაღალი საფეხურია, თანხმობა მომავალზე, თანაცხოვრებასა და ურთიერთპასუხისმგებლობასა და მოვალეობებზე!
ე რ ი – ეს მაღალგანვითარებული ადამიანების ერთობაა და არა სიძულვილსა და ურთიერთგაბოროტებაში ჩამხრჩვალი უბადრუკი ადამიანების შემთხვევითი კონცენტრაცია ტერიტორიულად შემოსაზღვრულ რაღაც ნაწილზე.

დემურ გიორხელიძე