ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 1300-ზე მეტი რაკეტა გამოიყენა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 1 300-ზე მეტი რაკეტა გამოიყენა.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 1300-ზე მეტი რაკეტა გამოიყენა

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 1 300-ზე მეტი რაკეტა გამოიყენა – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილეზე, ანა მალიარიზე დაყრდნობით ავრცელებს.

– “ჩვენი მონაცემებით, მათი რეზერვები უკვე განახევრებულია მას შემდეგ, რაც ისინი აქტიურად იყენებენ რაკეტებს. უკვე გამოყენებულია 1 000-ზე მეტი რაკეტა. უფრო ზუსტად კი, 1 300-ზე მეტი რაკეტა” – აცხადებს ანა მალიარი.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, საუბარია საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო რაკეტებზე.

წყარო: 1tv.ge