პოლონეთი რუსული გაზის ყიდვას აგრძელებს – რევერსით გერმანიიდან ანუ უფრო ძვირი უჯდება

პოლონელებს ძვირი უჯდებათ თავიანთი პოლიტიკური ელიტის ხუნტრუცი. მას შემდეგ, რაც რუსეთმა პოლშასა და ბულგარეთს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა, პოლონეთის მთავრობამ პოზა დაიკავა და განაცხადა – რუსული გაზის გარეშეც ვიარსებებთო.

პოლონეთი რუსული გაზის ყიდვას აგრძელებს - რევერსით გერმანიიდან ანუ უფრო ძვირი უჯდება

გამოდის, რომ მთლად ასე არ არის – პოლონეთს სჭირდება რუსული გაზი. “გაზპრომში” აცხადებენ, რომ “პირდაპირი მიწოდების შეწყვეტის შემდეგ, პოლონეთი რუსულ გაზს კვლავაც ყიდულობს, ოღნდ ამჯერად გერმანიაში, საიდანაც ბუნებრივი აირი რევერსით შემოდის პოლონეთში ‘იამალი-ევროპის’ გაზსადენის საშუალებით”.

რუსულ კომპანიაში ასევე აღნიშნეს, რომ მოცულობა პოლონეთის მიერ აღებული გაზისა დაახლოებით შეესაბამება გასულ დღეებში კონტრაქტით მოთხოვნილ მოცულობებს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა პოლონეთსა და ბულგარეთს მას შემდეგ შეუწყვიტა ბუნებრივი აირის მიწოდება, რაც მათ უარი განაცხადეს, გადაიხადონ მისი საფასური რუსეთის ეროვნულ ვალუტაში – რუბლში.