სტოლტენბერგი: ნატო მზად არის, უკრაინას წლების განმავლობაში დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ ომში

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი მზად არის, უკრაინას წლების განმავლობაში დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ ომში.

სტოლტენბერგი: ნატო მზად არის, უკრაინას წლების განმავლობაში დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ ომში
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, „აბსოლუტურად არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ეს ომი გაგრძელდეს თვეებისა და წლების განმავლობაში“.

„ჩვენ უნდა ვიყოთ მზად გრძელვადიანი პერსპექტივისთვის. აბსოლუტურად არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ეს ომი გაგრძელდეს თვეებისა და წლების განმავლობაში“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, უკრაინის მოკავშირეები ემზადებიან იმისთვის, რომ უკრაინას ნატოს სტანდარტების შეიარაღება მიაწოდონ.