ხერსონის ოლქში რუსული რუბლი ოფიციალური საგადასახადო საშუალება ხდება

რუსების მიერ დაკავებულ ხერხონის ოლქში, რომელიც უკრაინის სამხრეთშია, მაისიდან რუსული რუბლი ოფიციალური საგადასახადო საშუალება ხდება. ქალაქ ხერსონსა და ხერსონის ოლქი რუბლის სავალუტო სივრცეს უერთდება.

ხერსონის ოლქში რუსული რუბლი ოფიციალური საგადასახადო საშუალება ხდება

გარდამავალი ვადა 4 თვით გამოცხადდა. ამ პერიოდის მანძილზე რუსული რუბლი და უკრაინული გრივნა ერთმანეთის პარალელურად იქნება მიმოქცევაში, ამ ვადის გასვლის შემდეგ კი ანგარიშსწორება მხოლოდ რუსული ვალუტით მოხდება.

როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით, პირველ ეტაპზე დაკავებული იქნება რუსეთის “საერთაშორისო საანგარიშსწორებო ბანკი” (“Международный расчетный банк”).

ინფორმაციას უკრაინის ტერიტორიაზე მომუშავე რუსი ჟურნალისტები ავრცელებენ თავიანთი ტელეგრამ-არხების საშუალებით.