ირაკლი ღარიბაშვილი პატრიარქს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია ღარიბაშვილმა თავად გაავრცელა.

ირაკლი ღარიბაშვილი პატრიარქს შეხვდა

მისი თქმით,  პატრიარქთან განიხილა ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები.

„საპატრიარქოში ვესტუმრე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს. ვისაუბრეთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ასევე, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე.

ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივია მის უწმინდესობასთან შეხვედრა. უაღრესად საინტერესო და გასათვალისწინებელია მისი ბრძნული მოსაზრებები და რჩევები“, – აცხადებს ღარიბაშვილი

 

“ნეტგაზეთი”