მაშინ, როდესაც უკრაინაში უმძიმესი პოლიტიკური სიტუაციაა, ზელენსკი და მისი ადმინისტრაცია ზრუნავს ძებნილი ნაცჯალათების მომავალზე

ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებულმა ფასადურმა ისტერიამ  მოიცვა. უკრაინაში მართლაც რომ 21-ე საუკუნის უდიდესი ტრაგედია დატრიალდა. მაგრამ არც დასავლურ,  არც ქართულ პოლიტიკურად ანგაჟირებულ მედიისა და საზოგადოების ნაწილს  არ აინტერესებს , თუ რა არის ამ ტრაგედიის რეალური მიზეზი.

მაშინ, როდესაც უკრაინაში უმძიმესი პოლიტიკური სიტუაციაა, ზელენსკი და მისი ადმინისტრაცია ზრუნავს ძებნილი ნაცჯალათების მომავალზე

ქართული პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი, როგორიცაა დესტრუქციულო ოპოზიცია, მათ მიერ მართული მედია და არასამთავრობო სექტორი, მხოლოდ სპეკულირებენ უკრაინაში განვითარებული ტრაგედიით. ახლა რაც შეეხება ფასადურ სოლიდარობას –  უკრაინაში განვითარებული კონფლიქტის ფონზე, ჩვენი ზოგიერთი  თანამოქალაქეების სოლიდარობა გასაგები იქნებოდა, რომ არა ერთი ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უკრაინის ტრაგედიას პოლიტიკურად მოტივირებულ შოუდ აქცევს.

 

მნიშვნელოვანი ფაქტორი 

ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორი – უკრაინა  ჯერ კიდევ დღევანდელი კონფლიქტის დაწყებამდე, 2014 წლიდან იქცა სააკაშვილის დანაშაულებრივი  რეჟიმის თავშესაფრად და პლაცდარმად . 2012 წელს, ხელისუფლებაში მოსული   “ქართული ოცნება “ , რომელმაც სააკაშვილს სისხლიანი რეჟიმი შეცვალა, აგერ უკვე ათი წელია უშედეგოდ ითხოვს სისხლის სამართლის დამნაშავეების დაკავებასა და ქართული მხარისთვის გადმოცემას კიევის მხრიდან.

დღეს კი, როდესაც უკრაინაში უმძიმესი პოლიტიკური სიტუაციაა, ზელენსკი და მისი ადმინისტრაცია ზრუნავს ძებნილი ნაცჯალათების მომავალზე. მაგალითად, ალექსანდრე მუხაძეს (გლდანის ციხის ყოფილი უფროსი ) და გიორგი ლორთქიფანიძეს (ყოფილი შსს მინისტრი) ნიშნავს უკრაინის ძალოვან სტრუქტურებში წამყვან თანამდებობებზე. ძებნილ ზურაბ ადეიშვილთან და საყვარელიძესთან ერთად აწარმოებს საერთაშორისო მოლაპარაკებებს .

მაშინ, როცა უკრაინაში ჰუმანიტარული კატასტროფაა, მილიონობით დევნილია და ქვეყანა ცეცხლის ალიშია  გახვეული, ზელენსკი , არესტოვიჩის, გონჩარენკოს მიერ შეგულიანებული   ქართული დესტრუქციული  ოპოზიცია კიევიდან ხელისუფლების დამხობით იმუქრება. არახამია, როგორც სააკაშვილის თანამებრძოლი უკვე ღია ტექსტით მოუწოდებს ოპოზიციას საქართველოში მთავრობის დამხობისკენ.

უკრაინის ხელისუფლების დესტრუქციული ქმედებები არის ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც მოქმედებს საქართველოს ხელისუფლების პოზიციაზე, ზელენსკის ადმინისტრაციის მიმართ.

 

ანტირუსული სანქციები დააზარალებს საქართველოს 

ახლა რაც შეეხება ეკონომიკურ ფაქტორს და კიევის უსაფუძვლო ბრალდებებს თბილისის მიმართ.  ზელენსკიმ  გაიწვია ელჩი საქართველოდან  იმ მიზეზით, რომ ჩვენ არ შევუერთდით ანტირუსულ სანქციებს  და ეს ხდება მაშინ, როცა ზელენსკი და მისი ადმინისტრაცია არც რუსული გაზის ტრანზიტზე ამბობს უარს და ჯიბეში იდებს ყოველწლიურ 28 მილიარდ დოლარს. ის არც მოსკოვიდან უკრაინის ელჩის გამოწვევას ჩქარობს. ზელენსკი არც მოლდოვას, აზერბაიჯანს,  ბელორუსს,  სომხეთს  და არც  თურქეთს გაუწყრა იმის გამო, რომ ისინი არ შეუერთდნენ ანტირუსულ სანქციებს . უფრო მეტიც, აზერბაიჯანის და თურქეთის ლიდერებთან, ზელენსკი ტელეკამერებთან  გამალებით პოზირებს და მათი მისამართით ქება – დიდებას არ იშურებს .

ზელენსკისა და მის გუნდს ავიწყდება მთავარი – ის რომ საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო და ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ, როგორც საგარეო ასევე , საშინაო პოლიტიკურ საკითხს.  კიევმა უნდა გაითავისოს ეს, ერთხელ და სამუდამოდ.

 

უპრეცედენტო დახმარება 

საქართველო, 191 ქვეყანას შორის, პირველ ადგილზეა უკრაინისთვის 400 ტონა ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებით – საქართველოს ფოსტაზე დაყრდნობით ეს ინფორმაცია 11 აპრილს ეკონომიკის სამინისტრომ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა, რაც არაერთმა ქართულმა და უცხოურმა მედიასაშუალებამ გააშუქა.

საქართველო პატარა ქვეყანაა, არც თუ ისე სახარბიელო ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობით, თუმცა, უკრაინელი ხალხისთვის აკეთებს გაცილებით უფრო მეტს, ვიდრე – დასავლეთის დიდი სახელმწიფოები. ამ საკითხზე ზელენსკი და მისი ადმინისტრაცია დუმს. უმადურობაა და მეტი არაფერი, ვერ დაინახო ამხელა სიკეთე, რასაც საქართველო აკეთებს და ეძებდე მუდმივად მიზეზს, რათა ჩირქი მოსცხო საქართველოს ხელისუფლებას.

 

დევნილები თუ დივერსანტები 

უკრაინაში კონფლიქტის დაწყების დღიდან არ წყდება სხვადასხვა სახის საპროტესტო  აქციები ხელისუფლების შეცვლის  მოთხოვნით , სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები უფრო ჭარბობს, ვიდრე-საქართველოსი. ძნელია, უწოდო ადამიანს უკრაინელი დევნილი, რომელიც ჯერ კიდევ 3 თვის წინ ჩამოვიდა სხვადასხვა პოლიტიკური მიზნით საქართველოში, – გაცილებით ადრე კონფლიქტამდე.

და მაინც, ვინ არის ის აქტივი, რომელიც მობილურად და სისტემატურად მხარს უმშვენებს “ნაციონალური მოძრაობის” და სხვა დესტრუქციულო ოპოზიციის წარმომადგენლებს საპროტესტო აქციებზე?   ისინი არ არიან დევნილები, ეს ხალხი ზელენსკის პარტიული აქტივია, რომლებიც პოლიტიკურად არიან მოტივირებული და საქართველოში კონკრეტული დავალებით იმყოფებიან, რათა ხელი შეუწყონ ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევასა და რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნას. მეორე ფრონტის გახსნა კი დაუშვებელია, რასაც საქართველოს სახელმწიფოებრიობა შეეწირება. ამას მშვენივრად ხვდება ის ხალხი, ვინც საქართველოს მოუწოდებს, ჩაერთოს ომში, მაგრამ მათი მიზანი  სწორედ საქართველოს სახელმწიფოებრიობის მოსპობაა.

დაახლოებით 15 ათასი აქტივისტი, რომელთაგან 12 ათასი უკრაინის მოქალაქეა, დანარჩენი – ბელორუსისა და რუსეთის,  სპეციალურად ჩამოიყვანა იანვარში  ნაცმოძრაობის, ზელენსკის გარემოცვამ და მათმა დასავლელმა ლობისტებმა საქართველოში, საპროტესტო აქციების მოსაწყობად.

უკრაინელი აქტივისტები, ვითომ დევნილები,  ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდა ბიჭები,   თბილისსა და ბათუმში კი არ უნდა გაჰყვიროდნენ  “სლავა უკრაინასა “ და “გადადექის” , არამედ იარაღით ხელში უნდა იცავდნენ სამშობლოს. მაგრამ, მათ სულაც არ ადარდებთ  არც საქართველოს და არც უკრაინის ბედი. მათი კონკრეტული ნარატივი  მოტივირებულია, სუბიექტური პოლიტიკური , ვიწრო პარტიული ინტერებით.

დღეს, ფაქტობრივად, ზელენსკი-არახამიას პარტიული არქივი და “ნაცმოძრობა” ერთ სხეულად იქცა. მათ მიზანი, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, საქართველოში  დესტაბილიზაციის გამოწვევა, ხელისუფლების დამხობა, სააკაშვილის რეჟიმის  რეინოვაცია   და  რუსეთ – საქართველოს კონფლიქტის გაღვივებაა.

საქმე გვაქვს უპრეცედენტო პოლიტიკურ სპეკულაციასთან ზელენსკის ხელისუფლების მხრიდან. ბუჩაშიც კი, ქართული დელეგაციის ვიზიტის დროს გონჩარენკომ, კულებამ , არახამიმ და არსეტოვიჩმა  სააკაშვილის დაუყოვნებლივ  გათავისუფლბა მოითხოვეს. პარალელურად, მათი პარტიული აქტივი , რუსთაველზე ქართულ დროშასა და გერბს შეურაცხყოფს. საქართველოს ეროვნული სიმბოლიკა უკრაინის დროშის ფერებში გადაღებეს.  სწორედ ესაა სპეკულაცია უკრაინის ტრაგედიაზე, სადაც უკრაინელი ხალხის ბედი და მომავალი, სულ ფეხზე ჰკიდია ზელენსკი – სააკაშვილის სექტას  და ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ხალხს, რომელიც დღეს ვითომ უკრაინას უცხადებს სოლიდარობას, არასოდეს ჭერიათ ხელში  საკუთარი ქვეყნის, საქართველოს დროშა, არც ქართველ ვეტერანებს,  მათ ოჯახებს , დევნილბსა  და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს დახმარებიან. უფრო მეტიც, არასოდეს აუღიათ ხელში იარაღი საკუთარი ქვეყნის დასაცავად.

სამწუხარო რეალობაა ის, რომ დღეს უბრალოდ ტრენდულია  უკრაინის თემით პოლიტიკური სპეკულაცია საკუთარი მიზნის მისაღწევად, პოლიტიკური სპეკულაციები უპირველესია, ხოლო უკრაინისა და საქართველოს ინტერესები და ხალხის მომავალი, არც ზელენსკისა  და მის გუნდს, არც სააკაშვილსა და არც მის გუნდს ადარდებს.

 

შოთა აფხაიძე

„ჯორჯიან თაიმსის“ ბლოგი