ოთხი რუსი “ვაგნერელი” ტყვედ იყვანს რვა უკრაინელ სამხედროს – ახლო ბრძოლის კადრები პოპასნაიადან!

ქართულ ინტერნეტ-სივრცეში მხოლოდ ჩვენი სააგენტო გთავაზობთ რუსულ ტელეგრამ-არხებზე ატვირთულ უნიკალურ ვიდეომასალებს, რომლებიც ახალი რაკურსით გვაჩვენებენ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს.

ოთხი რუსი "ვაგნერელი" ტყვედ იყვანს რვა უკრაინელ სამხედროს - ახლო ბრძოლის კადრები პოპასნაიადან!

როგორც არაერთხელ გაუწყეთ, დაბა პოპასნაია ლუგანსკის ფრონტის ყველაზე უფრო “ცხელი” წერტილია ამჟამად. ამ დასახლებული პუნქტის დაახლოებით ნახევარ-ნახევარს აკონტროლებს ორივე მხარე. რუსები უტევენ, უკრაინელები ჯიუტობენ, მაგრამ ნელ-ნელა უწევთ უკან დახევა.

ამჟამად ვნახეთ კადრები, როგორ იბრძვიან სახლების ნანგრევებში რუსი და უკრაინელი მებრძოლები. რუსების მხრიდან კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” წევრები უტევენ უკრაინელ სამხედროებს და 4 რუსი ტყვედ იყვანს 8 უკრაინელს. რუსებს თეთრი სამკლაურებით ამოიცნობთ. იხილეთ ბრძოლის კადრები, გადაღებული დრონით: