„დასავლური იარაღი ხელს ვერ შეუშლის რუსეთს „სპეციალური ოპერაციის“ წარმატებით დასრულებაში“ – დმიტრი პესკოვი

პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინისადმი ნატოს სადაზვერვო და შეიარაღებული ძალების დახმარება, რუსეთს „სპეციალური ოპერაციის“ წარმატებით დასრულებაში ხელს ვერ შეუშლის.

„დასავლური იარაღი ხელს ვერ შეუშლის რუსეთს „სპეციალური ოპერაციის“ წარმატებით დასრულებაში“ - დმიტრი პესკოვი
„ჩვენმა სამხედროებმა კარგად იციან, რომ შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და მთლიანად ნატო მუდმივად გადასცემენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სხვადასხვა დახმარებას. დახმარებას, რომელსაც აღნიშნული ქვეყნები და ალიანსი უგზავნიან უკრაინას, ეს არის ქმედება, რომელიც არ უწყობს ხელს „სპეციალური ოპერაციის“ სწრაფ დასრულებას, მაგრამ ვერ შეუშლის ხელს მიზნის მიღწევას“, – აცხადებს კრემლის პრესმდივანი.