“ დღეიდან, მარიუპოლში, ბებია ანას ძეგლი დგას, რომელსაც უკრაინელი ფაშისტების არ შეეშინდა და დაიცვა წითელი დროშა…”

მარიუპოლში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, სერგეი კირიენკო და მმართველი პარტიის, Единая Россия-ს მდივანი, ანდრეი ტურჩაკი ჩავიდნენ.

“ დღეიდან, მარიუპოლში, ბებია ანას ძეგლი დგას, რომელსაც უკრაინელი ფაშისტების არ შეეშინდა და დაიცვა წითელი დროშა..."

მაღალჩინოსნები მარიუპოლში 9 მაისის, გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმის ორგანიზებისთვის არიან ჩასული.

მანამდე კი მარიუპოლში, ლენინის კომკავშირის მოედანზე  მაღალჩინოსნები სკულპტურის გახსნასაც დაესწრნენ – “ბებია, რომელსაც საბჭოთა კავშირის დროშა უჭირავს”.

“მარიუპოლში, ლენინის კომკავშირის მოედანზე, დღეიდან, ბებია ანას ძეგლი დგას. ანას, რომელსაც უკრაინელი ფაშისტების არ შეეშინდა და დაიცვა წითელი დროშა, რომლის ქვეშაც მისი მშობლები იბრძოდნენ”. – წერს ტურჩაკი Telegram-ის არხზე.