რაზე მეცინება ხოლმე?!…პოლიტიკოსები რომ გახდებიან და ეკლესიაში დაიწყებენ მაშინვე სიარულს კამერების თანხლებით!

რაზე მეცინება ხოლმე?!…
პოლიტიკოსები რომ გახდებინ და ეკლესიაში რომ დაიწყებენ მაშინვე სიარულს კამერების თანხლებით!…
ერთ-ერთ პოლიტიკოსს, სანამ პარლამენტში მოხვდებოდა ერთ შეხვედრაზე ვკითხე: ეკლესიაში თუ დადიხარ მეთქი? – გაიცინა და მიპასუხა, რომ ეკლესიისთვის ჯერ ვერ ვიცლიო…

რაზე მეცინება ხოლმე?!...პოლიტიკოსები რომ გახდებიან და ეკლესიაში დაიწყებენ მაშინვე სიარულს კამერების თანხლებით!

როგორც კი გახდა პოლიტიკოსი, საეკლესიო დღესასწაული არ არის, რომ სანთლით ხელში, კამერების თანხლებით ლამაზი თვალებით არ პოზირებდეს ხატების წინ…
დიდება უფალს, თუკი ღმერთმა იგი მოაქცია რჯულში, მაგრამ, როგორც ჩვეულებრივ მოკვდავს უამრავი კითხვები მიჩნდება… არ ვიცი რა დავარქვა ყოველივე ამას, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ვაი და ცრუმორწმუნეობა ძალიან საშიში მოვლენაა და საჭიროა მისი მხილება საზოგადოების მხრიდან…ისინი, ვინც ხალხს თვალში ნაცარს აყრიან სიტყვით და საქმით ეშმაკს ემსახურებიანალიან საშიში ხალხია……
„უღვთონი სასჯელს თავიანთი ზრახვისამებრ მიიღებენ, რადგან უბედურია, ვინც სიბრძნესა და სწავლებას შეურაცხყოფს და მათი საქმეები უსარგებლოა და მძიმეა უსამართლოთა მოდგმის აღსასრული“ – ამბობს სიბრძნე სოლომონისა…
ყველა უბედურების საფუძველთა – საფუძველი უღმერთოობაა… დიახ, „ურწმუნო კაცი მსგავსია უსაჭო ხომალდისა, რომელიც ზღვის ღელვას იქით-აქეთ მიმოაქვს“ – წმინდა იოანე ოქროპირი…
წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ პოლიტიკაში, სასამართლო სისტემაში, სამართალდამცავ ორგანოებში, სადაც უპირველეს ყოვლისა ადამიანის ბედი წყდება, მუშაობდეს რბილად რომ ვთქვათ უსულგულო ადამიანი, ანუ ადამიანი, რომელიც რჯულის კანონს არ იცნობს და ელემენტარულად არ იცის ცოდვა-მადლის და ცხონების ფილოსოფია…
ეხლახან ერთმა ხელმძღვანელმა პოლიტიკოსმა დაახლოებით ასეთი რამე თქვა, რომ პრეზიდენტს უნდა ჰქონდესო… და ჩამოთვალა უამრავი თვისებები, გარდა სულიერებისა… ვერ გავიგე?… განა სულიერება არ არის ის უპირველესი, რომელმაც ჩვენი ერი ყოველთვის გამოიყვანა უმძიმესი განსაცდელისაგან?… განა სულიერება არ მოიცავს ყველაფერ იმას, რაც მთლიანად შეკრებს ადამიანის დადებით თვისებებს რომ ამით შემკობილმა ადამიანმა ცოდვა არ ჩაიდინოს და ემსახუროს მხოლოდ ჭეშმარიტ ღირებულებებს?…
განა მაღალ სულიერებასთან არ არის დაკავშირებული ყველზე დიდი გამარჯვებები ქართველი ერისა?!.
როგორ გგონიათ, დიდგორი კუნთმაგარმა ადამიანებმა მოიგეს თუ ერის სულიერმა სიძლიერემ, როდესაც სულმნათი მეფე და მისი ხალხი ერთ მუშტად შეკრა ქრისტეს სულმა და მისადმი მსახურებამ?!.
ვაი, რომ მომრავლდა ქვეყანაში ფარისეველი და რწმენას ამოფარებული უამრავი პოლიტიკოსი, რომლებმაც ელემენტარულად არ იცის, ვინ და როგორ შეიქმნა სამყარო და ამ სამყაროში რა როლი აკისრია ადამიანს, დღეს ნამეტანი ჭკვიანი თვალებით ქადაგებენ სიკეთის უპირატესობას ბოროტებაზე, მაშინ როდესაც სიკეთის ფილოსოფიური მნიშვნელობა არც კი იციან რა არის…
უღმერთო პოლიტიკოსები არა თუ საკუთარ ხალხს, არამედ უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავს ჩამორჩებიან, რომლებმაც არ იციან როგორ დააკავშიროს ერთმანეთთთან საგანი და მოვლენა და ამით როგორ მოიყვანონ ერი ჰარმონიულ ურთიერთობაში ობიექტურ რეალობასთან…
როგორც უჰაერო სივრცეში მოხვედრილი ადამიანი ცდილობს თავის დაღწევას იქიდან, ასევეა უღმერთონი ცდილობენ თავის დაღწევას სიბრძნისა და სიღრმისაგან, რადგანაც როგორც კი ისინი მათთან მოხვდებიან, არარაობად გამოჩნდებიან და გაირიყებიან საზოგადოებისაგან და ამიტომ არის, რომ მათი მუშაობის ფორმები იმდენად ზერელეა, რომ ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებენ…
როდესაც მარადიულს უარყობ, დროებითს ვერასდროს მოუძებნი იმ გასაღებს, რომლითაც უკვდავებაში უნდა შეხვიდე…
არადა, ხელისუფლების უმთავრესი ამოცანა საზოგადოების სულის გადარჩენა უნდა იყოს და მისი ეროვნული სულისკვეთებით აღზრდა…
ქართველი კაცის რელიგიაც ამას ემსახურება და მისი უარყოფა, არა თუ პოლიტიკოსს, არამედ არავის არ ეპატიება!…

თეიმურაზ კვარაცხელია, პუბლიცისტი