“რუსებს ქარხნის ტერიტორიაზე მიწისქვეშა გვირაბები „აზოვსტალის“ ყოფილმა თანამშრომელმა აჩვენა”- ანტონ გერაშჩენკო

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს განცხადებით, რუს სამხედროებს აზოვსტალის ქარხანაში შესასვლელი საიდუმლო გვირაბების შესახებ ინფორმაცია ქარხნის ყოფილმა თანამშრომელმა მიაწოდა.

 "რუსებს ქარხნის ტერიტორიაზე მიწისქვეშა გვირაბები „აზოვსტალის“ ყოფილმა თანამშრომელმა აჩვენა"- ანტონ გერაშჩენკო

“რუსებმა ქარხნის თანამშრომლებს შორის მოღალატე იპოვეს. ელექტრიკოსი, რომელმაც მათ მიწისქვეშა გვირაბები აჩვენა. მოღალატეებისგან მიღებული  ინფორმაციის გამოყენებით, გუშინ რუსებმა ამ გვირაბზე შტურმი დაიწყეს”,- განაცხადა გერაშჩენკომ.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსი სამხედროები მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.