2022 წლის 9 მაისის მიტინგის (ქ. გორი) მონაწილეთა განცხადება

მხარს ვუჭერთ მშვიდობის პოლიტიკას!

2022 წლის 9 მაისის მიტინგის (ქ. გორი) მონაწილეთა განცხადება:

2022 წლის 9 მაისის მიტინგის (ქ. გორი) მონაწილეთა განცხადება

მეგობრებო, დღეს საქართველო კვლავ დგას გზაგასაყარზე. მან უნდა აირჩიოს, თუ საით წავა – წავა იგი უფსკრულისაკენ, თუ ჭკუას მოეგება და გადარჩება!
30-წლიანმა ანტიკომუნისტურმა სიგიჟემ გაანადგურა ჩვენი ქვეყანა. ჭკუა მაინც ვერ ვისწავლეთ: საქართველოში ღიად ბოგინობენ ულტრამემარჯვენე მოფაშისტო ლიბერალური ძალები, რომლებიც მოგვიწოდებენ, ომში ჩავერთოთ უძლიერესი ბირთვული სახელმწიფოს – რუსეთის წინააღმდეგ!
იმის ნაცვლად, რომ გამოვიყენოთ რუსეთის უმდიდრესი რესურსები და მისი ადვილად ათვისებადი ბაზარი და ჩვენს ეკონომიკას, ჩვენს მოსახელობას სული მოვუთქვათ, კვლავ დაპირისპირებისაკენ მოგვიწოდებენ!
საქართველოს შიდა დესტრუქციულ ძალებთან შეთანხმებულად განსაკუთრებით აქტიურობს უკრაინის ხელისუფლება. მის მაღალჩინოსანთა განცხადებები, დაკავშირებული საქართველოს პოლიტიკასთან, ყოველგვარ ზღვარს გადავიდა და ინფორმაციული ომის სახე მიიღო! კიევი აშკარად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში.
მიტინგის მონაწილეები პროტესტს ვაცხადებთ კიევის მუდმივ მცდელობასთან დაკავშირებით, ომში ჩაითრიოს საქართველო! ჩვენ პროტესტს ვაცხადებთ თავხედურ მოწოდებებეთან დაკავშირებით, იარაღის ძალით შევიჭრათ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში!
უკრაინის ხელისუფლების განუწყვეტელი მცდელობა, საქართველო დაუპირისპირდეს რუსეთს, მეტად სახიფათო ხასიათს იძენს აქ გააქტიურებული უძლიერესი ომის პარტიის პირობებში.
ამიტომ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობები კიევთან. ომით დაზარალებული უკრაინის რიგით მოქალაქეთა დახმარების ჰუმანიტარულ ღონისძიებებს საქართველო დიპლომატიური კავშირის გარეშეც განახორციელებს.
ჩვენ მკვეთრად ვმიჯნავთ უკრაინელ ხალხს მისი უღირსი ხელისუფლებისაგან და მშვიდობას მოვუსურვებთ უკრაინის მშრომელ ხალხს!
მეორეს მხრივ, მიტინგის მონაწილეები მივესალმებით საქართველოს მთავრობის მცდელობას, ომი აარიდოს ქვეყანას და მოვუწოდებთ მას, აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან.
საქართველოს სჭირდება მშვიდობა და მტკიცე მეგობრული ურთიერთობები ყველა მეზობელ სახელმწიფოსთან!

გორი, 9 მაისი, 2022 წელი.