მოლდოვის პრეზიდენტი საქართველოს სააკაშვილის მკურნალობისკენ მოუწოდებს

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საქართველოს ხელისუფლებას ყოფილი პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მკურნალობისკენ და მისი ჯანმთელობის დაცვისკენ მოუწოდებს.

მოლდოვის პრეზიდენტი საქართველოს სააკაშვილის მკურნალობისკენ მოუწოდებს

„შემაშფოთებელი ცნობებია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებაზე. მოვუწოდებ ჩვენს ქართველ პარტნიორებს, გაუწიონ ყოფილ პრეზიდენტს შესაფერისი სამედიცინო დახმარება და ხელი შეუწყონ მის გამოჯანმრთელებას. ჯანმრთელობის უფლება არის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა ნაწილი და ასე გვესმის ჩვენ ღირსეული ცხოვრება“, — დაწერა მოლდოვის პრეზიენტმა ტვიტერზე.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არალეგალური გზებით ჩამოვიდა 2021 წლის შემოდგომაზე, რის შემდეგაც დააპატიმრეს. მან შიმშილობა გამოაცხადა ციხეში, სადაც ექვსწლიან საპატიმრო სასჯელს იხდის.  მისი ადვოკატები და ოჯახი აცხადებენ, რომ შიმშილობის შედეგად მისი ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად დაზიანდა და მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ, რადგან ის ვერ იღებს ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას, მისი მდგომარეობა კი ყოველდღიურად უარესდება.

 

“ნეტგაზეთი”