„ქართველ ხალხს მშვიდობასა და აყვავებას ვუსურვებ!“ – ვლადიმირ პუტინის საცხრამაისო მოლოცვა

მოლოცვის ტექსტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ვრცელდება, რომელსაც გთავაზობთ:

„ქართველ ხალხს მშვიდობასა და აყვავებას ვუსურვებ!“ - ვლადიმირ პუტინის საცხრამაისო მოლოცვა

 

მოსკოვი, კრემლი, 2022 წლის 5 მაისი

დიდი სამამულო ომის ვეტერანებს,

საქართველოს მოქალაქეებს

 

ძვირფასო ვეტერანებო!

პატივცემულო საქართველოს მოქალაქენო!

 

გულითადად გილოცავთ დიდი სამამულო ომის 77-ე წლისთავს.

9 მაისი რუსეთისა და საქართველოს ხალხებისთვის წმინდა ზეიმია. ამ დღეს ჩვენ უდიდესი მადლიერებისა და სიამაყის გრძძნობით ვიგონებთ ჩვენი მამებისა და პაპების დიდ გმირობებსა და ურიცხვ მსხვერპლს, რომლებიც ერთმანეთის მხარდამხარ იბრძოდნენ დამპყრობლების წინააღმდეგ ფრონტზე და თავგანწირვით შრომობდნენ ზურგში, რითაც ნაციზმზე გამარჯვებას აახლოვებდნენ.

დღეს ჩვენი ზნეობრივი ვალია, სათუთად შევინახოთ და გადავცეთ ახალგაზრდა თაობებს წარსულის სახელოვანი მოვლენების ხსოვნა, აღვკვეთოთ ჩვენი საერთო ისტორიის დამახინჯებისა თუ დავიწყების ნებისმიერი მცდელობები.

დარწმუნებული ვარ, რომ ძმური მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ტრადიციები, ომის განსაცდელის წლებში გამოწრთობილი, ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნებასა და განმტკიცებას.

გულწრფელად გისურვებთ საქართველოში მცხოვრებ ყველა ვეტერანს,  კარგ  ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და დღეგრძელობას, ხოლო მთელ ქართველ ხალხს – მშვიდობასა და აყვავებას.

 

ვლადიმირ პუტინი